ზეწოლა ზუგდიდის მე-6 სკოლის დირექტორზე – ია კერზაიას მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა

ზუგდიდის მეექვსე საჯარო სკოლის დირექტორის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა. ია კერძაიას დღის ბოლოს გადაუდებელი ნეიროქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა. მედიკოსების განცხადებით, ის რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება.

„პაციენტი შემოყვანის დღიდან იმყოფება მძიმე მდგომარეობაში, კომატოზურ მდგომარეობაში. აღენიშნება თავის ტვინის სისხლჩაქცევა, რომელიც გამოწვეულია გამოწვეულია თავის ტვინის წინა არტერიის ანევრიზმის გასკდომის შედეგად. იმყოფება რეანიმაციულ განყოფილებაში, უტარდება შესაბამისი მკურნალობა,“-განაცხადა ექიმმა იაკობ ცერცვაძემ.

სოციალური ქსელის საშუალებით რამდენიმე დღის წინ გავრცელებულ განცხადებაში მისი შვილი ამბობდა, რომ კერძაიას მიმართ პოლიტიკური ანგარიშსწორება მიმდინარეობდა. შენგელია სახალხო დამცველს საქმის პირად კონტროლზე აყვანისკენ მოუწოდებს.

ბაჩანა შენგელია წინასაარჩევნოდ “ქართული ოცნების” მიერ დავალებულ აგიტაციაზე საუბრობს. მისი თქმით, განათლების სამინისტრომ ინსპექტირების სამსახური სკოლაში მიზანმიმართულად, ია კერძაიასგან უარის მიღების შემდეგ მიავლინა.

banner
წინა სტატიაშისალომე ზურაბიშვილი დღეს გიორგი მარგველაშვილს შეხვდება
შემდეგი სტატიაარ აქვს „ნაცმოძრაობას“ სერიოზული რესურსი, რომ გამოიწვიოს დესტაბილიზაცია – კობახიძე