სალომე ზურაბიშვილი დღეს გიორგი მარგველაშვილს შეხვდება

მოქმედი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ახლადარჩეულ პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს დღეს შეხვდება. მარგველაშვილი-ზურაბიშვილის შეხვედრა 16:00 საათზე, პრეზიდენტის ავლაბრის სასახლეში შედგება. საუბარი შეეხება, როგორც არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციის, ასევე საქმეების გადაბარების საკითხებს.

უკვე ცნობილია, რომ პრეზიდენტის რეზიდენცია ათონელის ქუჩაზე, ორბელიანების სასახლეში იქნება, ადმინისტრაციას კი სავარაუდოდ პატრიარქის ფონდის ხელმძღვანელი ლაშა ჟვანია უხელმძღვანელებს. სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია 16 დეკემბერს გაიმართება. ქვეყნის ახალი პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისა და უფლებამოსილებაში შესვლის ცერემონია კონსტიტუციის მიხედვით, პრეზიდენტის არჩევის დღიდან მესამე კვირა დღეს იმართება. სალომე ზურაბიშვილის მიერ პრეზიდენტის ფიცის დადებისთანავე წყდება მოქმედი პრეზიდენტის – გიორგი მარგველაშვილის უფლებამოსილება.

banner
წინა სტატიაშიდავით ზალკალიანი ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას
შემდეგი სტატიაზეწოლა ზუგდიდის მე-6 სკოლის დირექტორზე – ია კერზაიას მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა