არ აქვს „ნაცმოძრაობას“ სერიოზული რესურსი, რომ გამოიწვიოს დესტაბილიზაცია – კობახიძე

ჩვენ დავინახეთ დღეს, რომ არ აქვს „ნაცმოძრაობას“ სერიოზული რესურსი, რომ გამოიწვიოს დესტაბილიზაცია – ეს განცხადება, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ გააკეთა.

ირაკლი კობახიძე ოპოზიციის მიერ გამართულ აქციას და ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით მოთხოვნას გამოეხმაურა.

პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ „ქართული ოცნება“ ინაუგურაციისთვის და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ემზადება.

„ჩვენ დავინახეთ დღეს, რომ არ აქვს „ნაცმოძრაობას“ სერიოზული რესურსი, რომ გამოიწვიოს დესტაბილიზაცია ხელოვნურად ჩვენს ქვეყანაში, აქედან გამომდინარე ჩვენ უნდა გავყვეთ ჩვენს დღის წესრიგს. ჩვენი დღის წესრიგი ეს არის – ჩვენ ველოდებით ინაუგურაციას, ვემზადებით ამისთვის და ასევე ვემზადებით 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის,“-განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ.

banner
წინა სტატიაშიზეწოლა ზუგდიდის მე-6 სკოლის დირექტორზე – ია კერზაიას მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა
შემდეგი სტატია„გვაქვს სხვა სერიოზული კითხვები?” – კალაძე ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ოპოზიციის მოთხოვნაზე