ივანიშვილს აცვია რუსული ჩექმა და აჭერს ქართველ ერს კისერზე – ივანე ბურდული (ვიდეო)

„ბიძინა ივანიშვილს აცვია რუსული ჩექმა და აჭერს ქართველ ერს კისერზე, რათა დაამონოს,დახარევინოს ქედი რუსეთის წინაშე“ – აცხადებს წალენჯიხის მერის პირველი მოადგილე ივანე ბურდული.

” ჩვენი მოწოდებაა, რომ მაქსიმალურად ბევრი ადამიანი გამოვიდეს სახლიდან. მაქსიმალურად გამოვიდნენ მუნიციპალიტეტებიდან და დადგნენ რუსთაველზე. ეს არის მოქალაქეობრივი მოწოდება.

ჩვენი მთავარი მიზანია, რუსული რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლა.
ბიძინა ივანიშვილს აცვია რუსული ჩექმა და აჭერს მას ქართველი ერის კისერზე, რათა დაამონოს,დახაროს ქედი რუსეთის წინაშე.
ქართველი ერი ამას არ დაუშვებს, ჩვენ ვიდგრბით რუსთაველზე მანამ, სანამ საჭიროა.

დღეს, საპროტესტო აქციაზე შემოგვიერთდებიან მაქსიმალურად, არამხოლოდ წალენჯიხიდან, არამედ მეზობელი მუნიციპალიტეტებიდან, ყველა იქნება გარეთ, ამის გარანტიას გაძლევთ” – აცხადებს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ივანე ბურდული.
შეგახსენებთ: წალენჯიხიდან თბილისისკენ იმ ადამინების კოლონა დაიძრა, რომლებიც რუსულ კანონს ეწინააღმდეგებიან.

 

banner
წინა სტატიაშითუკი ხელისუფლება რუსულ კანონს მაინც გაიტანს, ქვეყნის მომავალი დასრულდება – გერტიან კოპმანი მესამე სექტორს შეხვდა
შემდეგი სტატიაიძახოდნენ, რომ „მოკალით და მერე თქვით, რომ თავი დაარტყა“ – ხაბეიშვილი სპეცრაზმელებზე