აშშ-ს მხრიდან დათქმებით მიწვევა არასწორია, – ამის შესახებ “ხალხის ძალის” წევრი სოზარ სუბარი საუბრობს. “ოცნების” დანაყოფის წევრი სტრატეგიული პარტნიორისგან უვიზო მიმოსვლის დაწესებას და საგარეო პოლიტიკაში მხარდაჭერას ითხოვს. მისი თქმით, მხოლოდ ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი, რომ “ოცნების” მაღალჩინოსნები აშშ-ში მაღალი დონის შეხვედრებზე ჩავიდნენ.
“სტრატეგიული მოკავშირისგან ველოდებით მეგობრობას, ველოდებით მხარდაჭერას და ველოდებით თანასწორუფლებიან დამოკიდებულებას. როდესაც მრავალი წლის განმავლობაში საქართველოს ხელისუფლების პირველი პირი არ ყოფილა აშშ-ში და არ ჰქონია მაღალი დონის ვიზიტები და ახლა ხდება დათქმებით მიწვევა, რა თქმა უნდა, ეს არ არის სწორი დამოკიდებულება სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან. ჩვენ ველოდებით ყოველგვარი დათქმების გარეშე დამტკიცებას იმ ხელშეკრულების, რასაც ეწოდება სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ხელშეკრულება და ეს გულისხმობს ძალიან ბევრ რამეს, მათ შორის, მხარდაჭერას საგარეო პოლიტიკაში, მათ შორის, უვიზო მიმოსვლას,” – ამბობს სუბარი.