იდენტიფიცირებულია ერთ-ერთი პირი, ვინც გუშინ გამართულ აქციაზე, თბილისში, ცირკის მიმდებარე ტერიტორიაზე მშვიდობიან აქტივისტებს ფიზიკურად გაუსწორდა. “ტვ პირველის” ინფორმაციით, ის 34 წლის ჯონდო უარიადმყოფელია და ის კერძო დაცვის სამსახურში მუშაობს. გავრცელებული ინფორმაციით, უარიადმყოფელი აქციაზე ფიზიკურად 9 მშვიდობიან მოქალაქეს გაუსწორდა. მათ, შორის რამდგენიმე მათგანი მცირეწლოვან შვილებთან ერთად იმყოფებოდა.
შესაძლოა 34 წლის კაცს კავშირი ჰქონდეს ყოფილი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის დაჯგუფებასთან.
ერთ-ერთი თვითმხილველის განცხადებით, თავდაპირველად მანქანა განზრახ დაეჯახა ველოსიპედიან კაცს. ერთ-ერთი დაშავებული აცხადებს, რომ ის ძირს დაგდებული ადამიანის დასახმარებლად მივიდა, რა დროსაც ხელი კრეს, წააქციეს და სასტიკად გაუსწორდნენ.