“ღრმად პრობლემური და შეუსაბამოა ევროკავშირისკენ მისწრაფებებთან” -სახდეპი რუსულ კანონზე

“კვლავ ვთვლით, რომ საკანონმდებლო ინიციატივა ღრმად პრობლემურია, შეუსაბამოა EU-ის მისწრაფებებთან” – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილემ, ვედანტ პატელმა ბრიფინგზე ქართული ოცნების მიერ ხელახლა ინიცირებულ რუსულ კანონზე საუბრისას განაცხადა.

მას ჰკითხეს საქართველოში რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებზეც, რაზეც სახ.დეპის წარმომადგენელმა თქვა, რომ აშშ მხარს უჭერს საქართველოში მიმდინარე მშვიდობიან პროტესტს.

“რაც შეეხება [საქართველოში] პროტესტებს, ჩვენ, რა თქმა უნდა, მხარს ვუჭერთ იმას, რაც შეერთებულ შტატებში პირველი შესწორების ფარგლებში ხალხის მშვიდობიანი პროტესტითა და დემონსტრაციით გამოხატვის თავისუფლება იქნებოდა. ჩვენი მოწოდება კვლავაც არის, რომ საპროტესტო აქციები იყოს მშვიდობიანი და, რა თქმა უნდა, ვგმობთ ნებისმიერ ნაბიჯს, რომელიც ამ პროტესტს უბიძგებს და ძალადობრივ სახეს მისცემს.

ვფიქრობ, ჩვენ ისევ მივდივართ კანონპროექტამდე, რომელზეც უკვე რამდენიმე კვირაა ვსაუბრობთ. კვლავ ვთვლით, რომ ამგვარი საკანონმდებლო აქტივობა ღრმად პრობლემურია და შეუსაბამოა ევროკავშირის მისწრაფებებთან. უნდა გახსოვდეთ, რომ ჩვენ ვსაუბრობთ რაღაცაზე, რაც ანადგურებს მედიაორგანიზაციებს, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს და სხვა საკითხებს”, – აცხადებენ სახელმწიფო დეპარტამენტში.

banner
წინა სტატიაშიკაჭარავა, მოგმართავ შენ, თქვი სრული სისულელე, თვითონ არის შესული შეცდომაში – კუნჭულია
შემდეგი სტატიასარალიძე: ვიცნობ ამათ ორმაგ სტანდარტს – კანონის მიღებით დასრულდება თავისუფალი მედია, NGO