პატივისცემას ვუდასტურებთ ყველა ჟურნალისტს, რეპორტიორსა და მედიის მუშაკს, რომელიც მამაცურად აშუქებს სიმართლეს – აშშ-ს საელჩო

საქართველოში ამერიკის საელჩო პრესის თავისუფლების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და პატივისცემას უდასტურებს ყველა ჟურნალისტს, რეპორტიორსა და მედიის მუშაკს, რომლებიც მამაცურად აშუქებენ სიმართლეს.

“პრესის თავისუფლების მსოფლიო დღეს ჩვენ ხაზს ვუსვამთ აშშ-ის მთავრობის ერთგულებას პრესის თავისუფლებისადმი და პატივისცემას ვუდასტურებთ ყველა ჟურნალისტს, რეპორტიორსა და მედიის მუშაკს, რომელიც მამაცურად აშუქებს სიმართლეს.

როგორც ჟურნალისტებისა და მედიის პროფესიონალების დიდი ხნის მხარდამჭერი საქართველოსა და მთელ მსოფლიოში, ჩვენ ვაგრძელებთ იმ ადამიანების უსაფრთხოებისა და უფლებების დაცვას, რომელთა საქმიანობაც ხელს უწყობს ინფორმაციისა და იდეების თავისუფალ და ღია მიმოქცევას”, – წერია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიოკუპანტებმა გასულ ღამეს დონეცკის ოლქის სოფელი მემრიკი დაბომბეს
შემდეგი სტატიაპრესის თავისუფლების ინდექსში 2023 წელს საქართველოს მდგომარეობა გაუარესდა და 103-ე ადგილზე გადაინაცვლა