“კი ევროპას! არა რუსულ კანონს!” – დღეს, 2 მაისს, 19:00 საათზე, ბათუმში რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია გაიმართება. აქციის ორგანიზატორი სტუდენტური მოძრაობა “მარტიანელებია”. მოქალაქეები შეკრებას ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის კიბეებთან დაიწყებენ.
“თბილისში ჩვენს გამო ჩვენს თანამოქალაქეებს სცემენ… ჩვენთვის მებრძოლმა თანამოქალაქეებმა ბათუმის მხარდაჭერა უნდა იგრძნოს, ბათუმმა თავისი ღირსეული სოტყვა უნდა თქვას!!!
გელოდებით, 2 მაისს საღამოს შვიდ საათზე ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის კიბეებთან, ბათუმის რუსთაველის ქუჩიდან გავაგონოთ ხმა თბილისის რუსთაველის ქუჩაზე მდგომ ქართველებს!!
ბევრნი ვიყავით, კიდევ უფრო მეტნი უნდა ვიყოთ. გააგებინეთ ყველას, მეგობრებს, ნათესავებს, ოჯახის წევრებს, კურსელებს, კლასელებს, ლექტორ-მასწავლებლებს, კოლეგებს და ერთად ვუთხრათ კი საქართველოს განვითარებას, საქართველოს ევროპულ მომავალს”, – წერია განცხადებაში.