პარლამენტი განიხილავდა კანონს, ეს არის ძალიან პრინციპული თემა – თალაკვაძე აშშ-ს მოწვევაზე

არჩილ თალაკვაძე ამტკიცებს, რომ საქართველოს ხელისუფლება აშშ-ს მაღალჩინოსნებთან სასაუბროდ ყოველთვის მზად არის, თუმცა სტრატეგიულმა პარტნიორმა ვიზიტის სანაცვლოდ რუსული კანონის უკან გაწვევა მოითხოვა.

“ქართული ოცნების” მაღალჩინოსანი ამბობს, რომ რუსული კანონის მიღება ხელისუფლებისთვის პრინციპული საკითხია და ირწმუნება, რომ აღნიშნული ორი ქვეყნის მაღალჩინოსნების შეხვედრისთვის ხელის შემშლელი ფაქტორი არ უნდა იყოს.

“ეს არ იყო, უბრალოდ, მიწვევა და შეთავაზება დიალოგზე, რომელზეც ჩვენ არასდროს უარს არ ვამბობთ და პირიქით, საქართველო ყოველთვის მზად არის, თავის სტრატეგიულ პარტნიორთან დილოგისთვის პოლიტიკოსები პოლიტიკოსებთან და საზოგადოება საზოგადოებასთან, უბრალოდ, აქ იყო კონკრეტული წინაპირობები. მთავრობას ჰქონდა მიწვევა, პარლამენტი განიხილავდა კანონს, ეს არის ძალიან პრინციპული თემა და ვფიქრობ, ეს არანაირად ხელს არ უშლის, არ ეწინააღმდეგება იმას, რომ ორი ქვეყნის მაღალი დონის პოლიტიკოსები ერთმანეთს შეხვდნენ და ისაუბრონ იმ გამოწვევებზე, საკითხებზე, რომელიც არის რეგიონში და რომელიც არის ორი ქვეყნის დღის წესრიგში, – ამბობს თალაკვაძე.

banner
წინა სტატიაშიპრესის თავისუფლების ინდექსში 2023 წელს საქართველოს მდგომარეობა გაუარესდა და 103-ე ადგილზე გადაინაცვლა
შემდეგი სტატიაველოდებით მხარდაჭერას და ველოდებით თანასწორუფლებიან დამოკიდებულებას – სუბარი აშშ-ს მიწვევაზე