„საქართველოში ბევრი სისაძაგლე ე. წ. ამერიკული მოტივებით „პრავდება“!

kexaრატომ ეძახის საქართვლოს „ქვე-ყანას“ აშშ-ს ქართველი მოქალაქე ვალ ირელი

 

ამ ადამიანს ორი სახელ-გვარ აქვს, ანუ საქართველოში ვალერი (ვაკო) გაგნიძედ იცნობენ, ოკეანის გაღმა კი, – ვალ ირელად. ვაკო, რომელიც ჩემი მეგობარია, საბჭოთა საქართველოში დაიბადა და გაიზარდა, თუმცა წლებია, აშშ-ის მოქალაქეა… ვალ ირელის, ასე ვთქვათ, თავგადასავალი ბევრმა იცის, თუმცა ამჯერად, მის ოჯახურ და, შესაბამისად, სამართლებრივ პრობლემებს არ ჩავუღრმავდები და იმ ადამიანის თვალით დანახულ საქართველოს გაგაცნობთ, რომელიც თავის სამშობლოდ საქართველოს, ქვეყნად კი აშშ-ს თვლის. სხვათა შორის, ჩვენს ბედკრულ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს ვაკო „ფეისბუქში“ ხშირად ასე აფასებს: „ქვე-ყანა ინ ექშენ“. მოკლედ, გვართმევს თუ არა ქართველობას და რატომ სჯობია „ერთმორწმუნე“ რუსეთს აშშ? – ამ რიტორიკულ თემებზე აშშ-ის ქართველი მოქალაქე, ვაკო გაგნიძე, იგივე ვალ ირელი საუბრობს.

 

 

– ვაკო, საბჭოთა ბავშვი იყავი და აშშ-ში წასვლა რატომ გადაწყვიტე?

– დიახ, ასეა – 1973 წელს, ანუ საბჭოთა კავშირის „გუგუნის“ დროს დავიბადე, მაგრამ ყოველთვის თავისუფალი ვიყავი და საკუთარ თავთან კითხვა-პასუხის ცხოვრების სტილი ჩამომიყალიბდა.

– ეს რას ნიშნავს?

– რას და, – სულ ვფიქრობდი, ისე როგორ უნდა მეცხოვრა, რომ მხოლოდ ჩემს თავზე არ მეფიქრა და ჩემი ცხოვრებით, პირდაპირ თუ ირიბად, სხვებსაც დავხმარებოდი, ანუ ვგრძნობდი, რომ თუკი მე კარგად ვიქნებოდი, სხვებსაც გავაბედნიერებდი, თუმცა ეს „კარგად ყოფნა“ ჩემთვის საბჭოთა კავშირთან არ ასოცირდებოდა.

– კარგი, რა, ახლა, ნუ ცდილობ, თავი დისიდენტად მომაჩვენო…

– არ ვცდილობ, უბრალოდ, იმას გეუბნები, რა განცდაც მქონდა. კი ბატონო, მშობლების წყალობით, უზრუნველად ვცხოვრობდი და, როგორც ბავშვს არაფერი მაკლდა, მაგრამ შინაგანი თავისუფლება მაწუხებდა.

– რა იცოდი, რომ დედამიწაზე, საბჭოთა კავშირის გარდა, სხვა ქვეყანაც არსებობდა, სადაც ადამიანები თავისუფლად სუნთქავდნენ?

– 80-იანი წლების დასაწყისში, 10-11 წლის ვიქნებოდი, როცა ხელში უხოური ჟურნალიები ჩამივარდა, სადაც კომპიუტერის გამოგონებასა და იმაზე იყო ლაპარაკი, თუ როგორ შეუძლია თავისუფალ ადამიანს რაღაც განსხვავებული შექმნას და მივხვდი, რომ ჩვენთან ყველა სხვისი მითითებით აზროვნებდა. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, მაშინ გავრცელებული აზრი იყო, რომ საბჭოთა კავშირში სექსი არ არსებობდა, მაგრამ შეკითხვაზე პასუხს, თუ როგორ ჩნდება ადამიანი, ვერავინ მაძლევდა.

– ამ შეკითხვას სვამდი?

– არა, პირდაპირ ეს შეკითხვა არ დამისვამს…

– ყველაფერი ეს მესმის, მაგრამ აშშ-ში, როგორც ვიცი, 90-იანი წლების მეორე ნახევარში წახვედი. ამ დროს სქართველო უკვე დამოუკიდებელი იყო და რატომ გადაწყვიტე, რომ ოკეანის გაღმა „გაქცეულიყავი“?

_ ჩემი ძმა სავალდებულო სამხედრო სამსახურს გერმანიაში იხდიდა და 9 აპრილის შემდეგ, მაშინ მე-10 კლასში ვიყავი, მშობლებთან ერთად, მის სანახავად წავედი. ამ დროს გერმანია ერთი თვის გაერთიანებული გახლდათ. მახსოვს, სამხედრო ნაწილი ჰამბურგთან ახლოს იყო… ე. წ. გერმანიის კედელთან ბევრი ხალხი ირეოდა… სხვათა შორის, ბრეჟნევისა და ჰონეკერის ცნობილი კოცნა საკუთარი თვალით, ათი მეტრიდან ვნახე… მოკლედ, დავინახე, რომ საქართველოსა და თუნდაც გერმანიის ე. წ. დემოკრატიულ რესპუბლიკას შორის რამხელა განსხვავება იყო. მეტიც, ერთმანეთისგან დემოკრატიული და ფედერაციული გერმანიაც განსხვავდებოდა, ანუ ცივილიზაცია ერთი ჩვეულებრივი „ღობით“ იყო გაყოფილი, ამან ჩემზე ძალიან იმოქმედა და საკუთარ თავს ვკითხე, იმ ქვეყანაში, სადაც მხოლოდ თვითგვემაა, რატომ უნდა ვიცხოვრო-მეთქი.

სხვათა შორის, სკოლა რომ დავამთავრე, მინდოდა, გერმანიაში წავსულიყავი, მაგრამ როგორც იტყვიან, ოჯახურ დოგმაში მოვყევი.

– ანუ?

– მშობლებმა მითხრეს, შვილო, ფული პრობლემა არ არის, მაგრამ მთავარი ცოდნაა. ამიტომ, ჯერ უმაღლესში ჩააბარე, ისწავლე და მერე წადიო, თუმცა მაინც ვერ მოვისვენე და 1994 წელს, სიტუაცია ჩავარდა და მოსკოვში წავედი.

– მოსკოვში სასაწვლებლად წახვედი?

– არა, რაღაც ბიზნესთემა იყო, ანუ ახლობელმა შემომთავაზა, წამოდი, ჩემს გვერდით იყავი და ფული იშოვეო.

– მშობლებმა ამის ნება მოგცეს?

– მართალია, მამაჩემისთვის ცოტა მიუღებელი იყო, რომ „ფულის საშოვნელად“ წავსულიყავი, მაგრამ იცოდა, ცუდს არაფერს გავაკეთებდი, შეხება არც ნარკოტიკთან მქონდა, არც – სხვა რამესთან და დამთანხმდა.

– ისე, მსმენია, რომ თავის დროზე თითქოს წამალდამოკიდებული იყავი…

– ჯერ ერთი, როცა ვინმე რამეს ამბობს, ამ ნათქვამს მტკიცებულებაც უნდა მოაყოლოს. მეორეც, აშშ-ში რამდენიმე მსუბუქი ნარკოტიკული საშუალება გამისინჯავს…

– ესე იგი, აშშ-მ გაგრყვნა?!

– კარგი, რა, ვანიჩკა! საქართველოში უმეტესობა, ვინც გასინჯა, „წამალზე“ „შეჯდა“და დაიღუპა, ანუ იმის თქმა მინდა, რომ 90-იან წლებში აქ მოდად იქცა, თუ არ „იკეთებდი“, ან არ „ეწეოდი“, განცალკევებულად იდექი – არც პატივს გცემდნენ და, როგორც „ქალაქელს“, არც „ცნობადობა“ გქონდა. აშშ-ში კი, საჭირო არაა, რამე ვინმესთვის რაღაცის დასამტკიცებლად გააკეთო! მოკლედ, აშშ-ში „წამალი“ იმიტომ კი არ გავსინჯე, რომ ამით ე. წ. კაი ტიპებში ავტორიტეტი მომეპოვებინა. საერთოდ, თუ ადამიანს გაინტერსებს, გაიგო, რაღაც კარგია თუ ცუდი, ამაზე კითხვის ნიშნები კი არ უნდა გქონდეს და, ვთქვათ, ცუდი იმიტომ კი არ უნდა გაკეთო, რომ დაჭერის გეშინია, არამედ, ნებისყოფა უნდა გქონდეს.

– ძალიან ჩახლართულად ლაპარაკობ და ვერ ვხვდები, რისი თქმა გინდა…

– იმის თქმა მინდა, რომ თუ ნებისყოფა არ გაქვს, მაშინ ერთი ჭიქა ალკოჰოლიც არ უნდა დალიო, რადგან შეიძლება, ალკოჰოლიკი გახდე, რაც ჩემი გადმოსახედიდან, ბევრად უარესია, ვიდრე – წამალდამოკიდებულება. ისე, დამტკიცებულიცაა, რომ ალკოჰოლური თრობა ცეროზსა თუ სხვა დაავადებებს უფრო მალე იწვევს…

ისე, თუკი ქვეყნის ეკონომიკურ პრიორიტეტად ტურიზმია გაცხადებული, მაშინ მთავრობამ ამ ეტაპზე „მარიხუანის“, მინიმუმ, დეკრიმინალიზაცია აუცილებლად უნდა დაუშვას, რადგან ვითომ  „განგების სახელით რისხსვის ვერ აცილების“ პოლიტიკა პროგრესს არ წაადგება.

– ვაკო, მოდი, ამ თემას მოვეშვათ, რამეთუ ვინმემ შეიძლება, „წამლის“ პროპაგანდად ჩაგვითვალოს. ჰოდა, აბა, გაიხსენე, აშშ-ში ჩახვედი თუ არა, სუნთქვა თავისუფლად დაიწყე?

– აშშ-ში 1998 წლის 3 სექტემებრს ჩავედი, სადაც რამდენიმე მეგობარი დამხვდა და, გუშინდელი დღესავით მახსოვს, როგორც კი ბარგი დავყარე, მაშინვე მანჰეტენზე გავედი.

– დაიშოკე?

– ასე ვერ ვიტყვი, მაგრამ სრულ სხვა სამყაროში აღმოვჩნდი, რომელსაც ქართულ ყოფასთან საერთო არაფერი ჰქონდა.

– ესე იგი, ყბა ჩამოგივარდა, არა?

– არა, ყბა ვერ ჩამომივარდებოდა, რადგან ხომ გითხარი, რომ გერმანიასა და მოკსოვშიც ნამყოფი ვიყავი, მაგრამ ჯერ ერთი, ყველა იღიმოდა. მეორეც, მიუხედავად იმისა, რომ იმ წუთის ჩასული ვიყავი და ენობრივი ბარიერიც მქონდა, როგორც ემიგრანტმა, გაუცხოება ვერ დავინახე და ვიგრძენი, რომ აშშ ის ქვეყანაა, სადაც ნებისმიერს შეუძლია, საკუთარი თავი მონახოს! აშშ ემიგრანტების შექმნილი ქვეყანაა და შეუძლებელია, ოდნავ ჭკუათმყოფელმა ადამიანმა იქაურობა არ გაითავისოს! იცი, აშშ-ში როგორაა? – ნებისმიერი ურთიერთობა წინაპირობისა თუ დამცირების გარეშე იწყება.

– მართალია, მოგვიანებით, აშშ-ს მოქალაქე გახდი, მაგრამ თავიდან თავს მესამეხარისხოვან ადამიანად არ გრძნაობდი?

– საერთოდ, აშშ-ში კი არა, თბილისიდან სამსახურეობრივი მივლინებით საქართველოს რომელიმე რაონშიც რომ წახვიდე, ეს შენთვის ახალი გარემოა და გარკვეული გაუცხოება გექნება, მაგრამ პიროვნებაზეა დამოკიდებული, უცხო გარემოსთან რამდენად ადაპტირებადია.

– ვაკო, ამბობენ, რომ აშშ-ში ნებისმიერი ოცნება ხდება. ასეა?

– ეს რამდენიმესიტყვიანი წინადადება მრავლისმომცველია და რამდენიმე წელში ხვდები, რომ ნამდვილად ასეა.

– და როგორ ხვდები?

– აშშ გაჩვენებს, რისი გაკეთება შეგიძლია, ანუ იქაურობა თავად გაჩვენბს, რა საქმეში შეგიძლია, პროფესიონალი გახდე და იმდენი ფული იშოვო, რომ ელემენეტარული მოთხოვნები დაიკმაყოფილო. ოცნებები კი იმიტომ ხდება, რომ აშშ-ში საქმის კეთებისთვის რაღაც ჩარჩო და შეზღუდვა არ არსებობს – თუ რამე ვერ გამოგდის, თავად საქმე გეუბნება, აქედან წადი და სხვა რამე გაკეთეო. ამიტომ, იქ პროფესიებს ძალიან მალე იცვლი. იცი, რას ვამბობ? – ვთქვათ, საქართველოში, შეიძლება, პროფესია და სამსახური არ მოგწონს, მაგრამ თავი რომ გადაირჩინო, იძულებული ხარ, იმუშაო. იქ კი, თავის რჩენის მილიონი საშუალება და პროფესია არსებობს.

– კი ბატონო, მაგრამ მთავარი კუჭი კი არა, სხვა ღირებულებებია. ასე, მაგალითად, ზოგი „ვენებს იხსნის“, ამერიკელი ერი არ არსებობს, შესაბამისად, აშშ-ს არც ტრადიციები აქვს და ეროვნულობას ჩვენც გვართმევსო. ვაკო, ვთქვათ, ქუჩაში გეი წყვილს, ან საყურიან თუ წითელშარვლიან ბიჭს რომ ხედავდი, არ გეშინოდა, ვაიმე, ქართველობა არ დავკარგო და მეც ასეთი არ გავხდეო?

(იღიმება) ვანიჩკა, მესმის, რასაც მეკითხები, მაგრამ ჩემი გადმოსახედიდან, ასეთი ეკლექტური საზოგადოება უფრო კარგად გაყალიბებს. ადამიანს, რომელიც რამე ოცნებას თავის სამშობლოში ვერ იხდენს, აშშ ეუბნება,მთავარია, კანონმორჩილი იყავი და რაც გინდა, გააკეთეო, ანუ იქ უზენაესი კანონია და მნიშვნელობა არც შენს სექსუალურ ორიენტაციას აქვს, არც – სოციალურ მდგომარეობას, არც – სამსახურსა და არც კიდევ – პიროვნულ ურთიერთობებს. კანონის ფარგლებში კი, რაც გინდა, ის აკეთე!

– ჰოდა, ეს განა, ცუდი არაა? ბოლოს და ბოლოს, 20-საუკუნვანი ისტორია გვაქვს და ვიღაც გადამთიელებმა ტრადიციები რატომ უნდა დაგვირღვიონ?

– რომელი ტრადიცია დაგვირღვიეს?

– მაგალითად, ზოგი პატრიოტი ამტკიცებს, ამერიკელები ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონებას გვაიძულებენო…

– ამაზე ჩემი აზრი მაქვს, ანუ მგონია, რომ ყველაფერი ეს უფრო პოლიტიკური ინსინუაციაა, რასაც დღევანდელი ქართული პოლიტიკური ინსტემბლიშმენტი არამზადულად იყენებს, თორემ აშშ-ს ბევრ შტატში ერთანირსქესიანთა ქორწინება აკრძალულია და იქაც კი, სადაც დაშვებულია, ამ კანონის გადახედვაზე ფიქრობენ. თავისუფლება სწორედ ისაა, რომ სახელმწიფომ და მთავრობამ კი არ გითხრას, ეს ან ის არ უნდა გინდოდესო, არამედ, გადაწყვეტილება თავად მიიღო. იქ სხვის „სპალნაში“ არავინ იხედება და ქუჩაში გამოსულ ადამიანს იმის მიხედვით არ უყურებენ, როგორია!

– ეს კარგია?

– დიახ, კარგია და იცი, რატომ? – ყველა ადამიანი ხელოვნურად კი არა, უფალმა შექმნა. შესაბამისად, რა უფლება მაქვს, რომ მეორეს სიცოცხლე წავართვა, ან ფიზიკური შეურაცხყოფა იმიტომ მივაყენო, რომ ჩემგან განსხვავებული ფიზიოლოგიური მოთხოვნილებები აქვს, ან აზროვნება მოდურობის გამო შეიცვალა?! მთავარია, მან კანონი და ჩემი უფლებები არ დაარღვიოს!

– ვაკო, ჩათვალე, რომ ინტრიგანი ვარ და გეუბნები, აშშ-მ ქართველობა წაგართვა, წინააღმდეგ შემთხვევაში, აშშ-ს მოქალაქეობას არ მიიღებდი!

– საინტერესო თემაა, თუმცა ამას უფრო საკანონმდებლო ახსნა აქვს, ვიდრე ის, რომ აშშ-მ თითქოს ქართველობა წამართვა. ქართული კანონმდებლობით, როცა სხვა ქვეყნის მოქალაქეობას იღებ, საქართველოს მოქალაქეობა ავტომატურად გიწყდება.

– საქართველოს მოქალაქეობაზე უარი რატომ თქვი?

– გეტყვი… აშშ-ში 12 წელი ვიცხოვრე და ყოველთვის შედარებას ვაკეთებდი: აშშ რას მაძლევს და რა მომცა იმ ქვეყანამ, სადაც დავიბადე და გავიზარდე. რომელი ჯობია: საკუთარ თავთან მართალი ვიყო თუ ყველა ფორსირებულად ვატყუო, აშშ-ში იძულებით ვარ, თორემ საქართველოს სიყვარულით ვიდაღები, რადგან თან გადამყვა-მეთქი? თუ რამე შემიქმნია და გამიკეთებია, ყველაფერი ჩემით და აქედანაც იმას გავექეცი, რაც არ მომწონდა!

– ესე იგი, დაბადებით, ანუ ფიზიკურად ქართველი ხარ, მენტალობით კი – ამერიკელი?

– არა, არა! აშშ-ში ბევრი მინახავს, ვინც თავის დამკვიდრებას ემოციურად ცდილობს, ანუ ერთი წელიც არა გასული, რაც აშშ-ში ჩავიდა და გაჰყვირის, აქაურობა ისე მიყვარს, რომ უკვე ამერიკელი ვარო. ზოგი იმასაც ცდილობს, რომ მშობლიურ ენაზე აქცენტით ილაპარაკოს…

– ასე „გაამერიკელებული“ ქართველები იქცევიან?

– ქართველებიც და სხვა ეროვნების წარმომადგენლებიც. ისე, თუ დააკვირდი, საუბრისას ამერიკულ „სლენგს“ არ ვიყენებ და ზედმეტად „ოკ“-საც არ ვამბობ. განა იმიტომ, რომ ინგლისური არ ვიცი? – რა თქმა უნდა, ვიცი, მაგრამ თვითმყოფადობა, ჩემი აზრით, სწორედ მშობლურ ენაზე ლაპარაკია. აშშ-მ კი, უბრალოდ, იმის საშულება მომცა, რომ გამეანალიზებინა, თუნდაც ჩვენი ტრადიციებიდან რა კარგია და რა – ცუდი.

– ახლა გამახსენდა: როცა რაღაც არ მოგწონს, სოციალურ ქსელში ასეთ შეფასებას აკეთებ: „ქვე-ყანა“, ანუ სამშობლოს ყანას ეძახი, რატომ?

– ეს დამოკიდებულება აშშ-ში წასვლამდეც მქონდა და სამეგობროში ხშირად ვამბობდი, ადამიანი ერთხელ იბადები და ამდენი თაღლითისა და გარეწრის გარემოცვაში რატომ უნდა იცხოვრო-მეთქი.

– თაღლითები და გარეწრები ისეთი უნდა, აშშ-ში რომ არიან!

– ვანიჩკა, თუ გინდა, ამერიკელ თაღლთებსა და კრიმინალებზე ცალკე ვილაპარაკოთ…

– კეთილი…

– რაც შეეხება „ქვე-ყანა“-ს, მოგეხსენება, რაჭველი ვარ და ეს ფრაზა ცოტა რაჭული იუმორია და ცოტაც – სიმართლე. მოკლედ, ჩათვალე, რომ „ქვე-ყანა“ რაჭული „ჟარგონია“, თუმცა ისიც ფაქტია, რომ 25 წელია, ჩვენმა სახელმწიფოებრიობამ სახე ვერ მიიღო და საქართველოს რესპუბლიკა დამოუკიდებელ ქვეყნად ვერ ჩამოყალიბდა. დამოუკიდებლები შეიძლება, იმიტომ ვართ, რომ 1991 წლის 9 აპრილს ზვიდ გამსახურდიას ხელისუფლებამ საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი აღადგინა, მაგრამ დამოუკიდებლობა მხოლოდ ხელმოწერილი აქტი ხომ არაა?

– საქმეც ეგაა, რომ ამერიკელებზე ვართ დამოკიდებულნი!

– ამას არავინ გვთხოვს! ისარელისა არ იყოს, შეგვიძლია, ძლიერი დამოუკიდებელი სახელმწიფო ამერიკელების დახმარებით შევქმნათ, მაგრამ მონურ მორჩილებაში არავისთან ვიყოთ, მათ შორის, არც – სტრატეგიულ პარტნიორ აშშ-სთან! კომუნისტური გადმონაშთისგან ჩვენი აზროვნება ისეთი დაჟანგული და ატროფირებულია, რომ ჩვენს იდენტობას ვერ ვპოულობთ და „ქვე-ყანაც“ ამიტომ ვართ!

– სიტყვამ მოიტანა და, არ ჯობია, იდენტობა გადამთიელ აშშ-ს კი არა, ერთმორწმუნე რუსეთის დამხარებით ვიპოვოთ? ბოლოს და ბოლოს, რუსეთი ხომ ჩვენი „უფროსი ძმაა“!

– ვანიჩკა, შენი ცინიზმი მესმის, მაგრამ ალბათ, ისიც შეგიმჩნევია, რომ „ფეისბუქში“ სიტყვა „ნაროდსაც“ ხშირად ვიყენებ და იცი, „ნაროდს“ ვის ვეძახი?

– ვის?

–  სხვაზე რომ აღარაფერი ვთქვა, ზოგ ჩემს ახლობელს, თუნდაც ოჯახის წევრს, რომელიც გამორჩეულად რუსეთუმეა, რუსეთში არც კი უცხოვრია და რუსთისგან სარგებელი არ უნახავს, მაგრამ მაინც გაჰყვირის, რუსეთი გადაგვარჩენსო. აი, „ნარდოს“ სწორედ ასეთებს ვეძახი. მე კი, 1994-95 წლებში რუსეთში ვცხოვრობდი და იმიტომ, რომ ერთმორწმუნეა, ვერ ვიტყვი, რუსეთი ჩვენი მოყვარეა-მეთქი. თუ ერთმორწმუნეობაზე ვლაპარაკობთ, რუსეთი რათ გვინდა, როცა საქართველოს ცუდს ქართველებიც უკეთებენ?!

სხვათა შორის, აშშ ყველა ერსა და ეროვნებას პატივს სცემს – იქ ყველა რელიგიის წარმომადგენელს თავისი სალოცავი აქვს. ჩვენი ერიც ასეთი ტოლერანტულია – აგერ, თბილისის შუაგულში მართლმადიდებლური ეკლესიაცაა, მეჩეთიც, სინაგოგაც და ამ ტოლერანტობიდან გამომდინარე, არ მესმის, მხოლოდ იმიტომ, რომ ერთმორწმუნეა, რუსეთის მონურ მორჩილებაში რატომ უნდა ვიყოთ?

– ამერიკელების მონურ მორჩილებაში რატომღა უნდა ვიყოთ?

– მონურ მორჩილებას შენი „მე“ და აზროვნება განაპირობებს, თორემ 12 წლის განავლობაში, ერთ ამერიკელსაც არ უთქვამს, მონა ხარო.

– რუსეთში გეუბნებოდნენ, რომ მონა იყავი?

– დიახ, ყოველთვის. ყოველ შემთხვევაში, ხაზს უსვამდნენ, რომ საქართველო რუსეთის კოლონია იყო, ანუ რუსეთი მუდამ ტაშ-ფანდურა ხალხად აღგვიქვამდა და დღესაც ასეა! აბა, დააკვირდი – რუსი ტურისტები აქცენტს ძირითადად ჭაჭაზე, ბოდიში და, ჭამსა და ყლაპვაზე აკეთებენ, თუმცა ეს, ალბათ, იმის ბრალიცაა, რომ ჩვენს თავს ასე ვთავაზობთ!

– სხვათა შორის, საქართველოში რუსი „ნაშები“ დღესაც პოპულარულები არიან. ისე, ვაკო, რუსი ქალები ჯობიან თუ ამერიკელები?

(იღიმება) შეიძლება, ცუდი შედარება გამომივიდეს, მაგრამ ქართული გამოთქმაა, ზოგს მღვდელი მოსწონს, ზოგს – მღვდლის ცოლიო. ისე, სტუმართმოყვარეობა ზოგჯერ „მატრაბაზობაში“ გადაგვდის და ეროვნულობასაც, ჩემი აზრით, ალბათ, ამიტომ ვერ ვინარჩუნებთ!

– ჩემდაუნებურად, აშშ-ში საქართველოს ელჩის, არჩილ გეგეშიძის სიბრძნე გამახსენდა, გეორგევსკის ტრაქტატი რომ არა, ყველას შავი წარბები გვექნებოდაო, მაგრამ ვაკო, მე და შენ, როგორც ვატყობ, გეორგევსკის ტრაქტატმა ვერ გვიშველა – ორივეს შავი წარბები გვაქვს!

(ისევ იღიმება) დროა, ამ სტერეოტიპებს მოვერიოთ, მონური მორჩილება დავამარცხოთ და სწორ რელსებზე დავდგეთ. თუ ამას მოვახერხებთ, „გრუზინჩიკებს“ აღარ დაგვიძახებენ. სხვათა შორის, რუსეთში და, შენ წარმოიდგინე, უკრაინაშიც, ქართველები „გვაზდიკებისა“ და „ბატარეის“ გადამყიდველებთან ვასოცირდებით!

– ერთი სიტყვით, აშშ კარგი ქვეყანა იმიტომაა, რომ იქ უზენაესი კანონია?

– დიახ!

– ის, რომ საქართველოში კანონი არ არსებობს, რაც, როგორც ამბობ ხოლმე, საკუთარ თავზეც გამოსცადე, რუსული გავლენაა?

– რა თქმა უნდა! მართალია, 90-იანი წლებიდან საქართველოს დეკლარირებული და გაცხადებული აქვს, რომ მისი სტრატეგიული პარტნუორი დასავლეთი და აშშ-ია, მაგრამ მიუხედავად ამისა, ბოლო 7 წელია, საქართველოში ელემენტარული სამართალი ვერ მიპოვია!

– ყოველივე აქედან გამომდინარე, შენი სამშობლო საქართველოა თუ აშშ?

– ჩემი სამშბოლო, რა თქმა უნდა, საქართველოა, მაგრამ იცი, აშშ-მ რა მასწავლა? – ემოციების მართვა. სწორედ ამის გამოა, რომ ამდენ უსამართლობას ვითმენ და ვიღაცებს, მათ შორის, სამართალდამცავებს, სასამართლოს, წინა თუ ახლანდელ მთვარობას შეურაცხყოფას არ ვაყენებ! საქართველოს მოქალაქე რომ ვიყო, შეიძლება, ყველაფერი სხვანაირად ყოფილიყო, რასაც ძალიან ცუდი გაგრძელება მოჰყვებოდა!

– …ჩვენი გადარჩენა აშშ-ს შეუძლია?

– აშშ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია, მაგრამ გადარჩენა ერთ სტრატეგიულ პარტნიორსაც არ შეუძლია! პრობლემები, პირველ რიგში, საკუთარ თავში უნდა ვეძებოთ და თითოეულმა ადამინმა, რომელსაც სარკეში საკუთარი თავი არ მოეწონება, ეს სარკეს კი არ უნდა დააბრალოს, არამედ, იმაზე უნდა იფქიროს, საკუთარი თავი რატომ არ მოსწონს. გარდა ამისა, თუ გვინდა, გვეშველოს, ილიას თქმისა არ იყოს, ყოველ საღამოს ჩვენს თავს უნდა ვკითხოთ, რა ვარგე დღეს ჩემს ქვეყანას და რა მარგო მან მეო.

– შენი ქვეყანა, ვაკო, რამეს გარგებს?

– რომ ვთქვა, მარგებს-მეთქი, ისინი, ვინც მიცნობენ, დმცინებენ. ამიტომ, როგორც ყოველთვის, პირნათელი ვიქნები და პირდაპირ ვიტყვი: ჩემმა ქვეყანამ მხოლოდ მაშინ მარგო, როცა ბავშური ლამაზი ცხოვრება მქონდა, თორემ მას შემდეგ ომის, დავიდარაბის, ბოღმის, ფეხის დადების, ზურგში დანის ჩარტყმისა და გაუტანლობის მეტი არაფერი მინახავს!

– მაშასადამე, სამშობლომ გაგწირა?

– ვანიჩკა, ამდენი წელია, მიცნობ, ჩემი პრობლემები თავიდნა ბოლომდე იცი და არა-მეთქი, რომ გითხრა, დამეთანხმები?

– ბოლოს, ვაკო, რეზიუმე რომ გავაკეთოთ, იმის მტკიცება, აი, აშშ ქართველობას გვართმევსო, ბლეფი და რუსული ნარატივია?

– ეს გაურკვევლობა იმიტომაა, რომ არც ერთ მთავრობას ზუსტად არ აუხსნია, თუ რაში გამოიხატება აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობის სისხლხორცეული მნიშვნელობა. საქართველოში ბევრი სისაძაგლე ე. წ. ამერიკული მოტივებით „პრავდება“, რის გამოც ხალხის მცირე ნაწილს აშშ შეეზიზღა!  ერთი ხელით, ვიზალიბერალიზაციასა და ნატო-ს ვითხოვთ, მეორე ხელით კი, აშშ-ს ვაგინებთ, რომელიც ნატო-ს ერთ-ერთი ყველაზე დიდი წევრი ქვეყანაა. ამასობაში, პოლიტიკური ძალების ნაწილი უკვე იმას გაიძახის, არც რუსეთი გვინდა, არც – აშშ და არც – ევროპა, ჩვენ ნეიტრალიტეტი გვინდაო, მაგრამ იმისთვის, რომ ნეიტრლურები ვიყოთ, სახელმწიფოს ბევრი რამ სჭირდება. ამიტომაც, უბლოკო სტატუსი „ლამაზი“ ზღაპარი და სპეკულაციაა!

მოკელდ, იცი, რა მინდა? – ჩემი სამშობლო, საქართველო გაბრწყინებული ვნახო და ჩემს ქვეყანასთან, ანუ აშშ-სთან, რომლის მოქალაქეც ვარ, სტრატეგიული პაეტნიორობა ისეთ დონეზე გვქონდეს, როგორიც ისარელს აქვს!

 

ესაუბრა ვანო პავლიაშვილი

 

banner
წინა სტატიაშიეროვნულმა მეჯლისმა ერთობლივი დეკლარაციას ხელი მოაწერა
შემდეგი სტატია(video) ერევანში პოლიციის შენობაზე თავდასხმის დროს მოკლულია ერთი და დაშავებულია ორი სამართალდამცველი