უარს ვამბობთ უცხოური გავლენის რეესტრში რეგისტრაციაზე! – სოციალური მუშაკები

სოციალური მუშაკები უარს ვამბობთ უცხოური გავლენის რეესტრში რეგისტრაციაზე! – ნათქვამია განცხადებაში, სადაც ორგანიზაცია იმ სიკეთეებზე წერს, რაც დონორების დახმარებამ მოიტანა:

“ჩვენი პროფესია, სოციალური მუშაობა, დასავლეთის წიაღში წარმოიშვა და ის დღემდე მიჩნეულია ერთ-ერთ ყველაზე ჰუმანურ, ეთიკურ ადამიანის დამხმარე პროფესიად. საქართველოში სწორედ დასავლელი დონორების მხარდაჭერით გახდა შესაძლებელი ამ პროფესიის დაფუძნება, განვითარება და საკანონმდებლო რეგულაცია.
ჩვენ ყოველდღიურად ვიბრძვით გასაჭირში მყოფი ჩვენი მოქალაქეების დასახმარებლად, ვშრომოთ ბავშვების, მოხუცების, პრობაციონერების, ბრალდებულების, ძალადობის მსხვერპლთა და სხვათა მხარდაჭერისათვის…

გახსოვთ დიდი ზომის ბავშვთა სახლები? 100-200 ბავშვი ერთ ჭერ ქვეშ, ერთნაირი მიდგომით რომ იზრდებოდნენ. ასეთი ტიპის ინსტიტუციებიდან ხშირად გვესმოდა როგორ უგულებელყოფილი იყო ბავშვების საჭიროებები, სურვილები, მისწრაფებები და სამწუხაროდ ძალადობრივი აღზრდის მეთოდებზეც გვსმენია.
2000-იანი წლებიდან ჩვენი პარტნიორების ევრიჩაილდი, ღია საზოგადოების ფონდისა და სხვათა მხარდაჭერით, სოციალური მუშაკების უდიდესი წვლილით ეს სახლები დაიშალა და ბავშვების დიდი ნაწილი ან ბიოლოგიურ ოჯახში დაბრუნდა ან ოჯახთან მაქსიმალურად მიახლოვებულ გარემოში.” – ნათქვამია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიკანონის მიღების შემთხვევაში, იძულებულები ვიქნებით სრულად გადავხედოთ თანამშრომლობას – ბუნდესტაგის წევრი რუსულ კანონზე
შემდეგი სტატიაარა რუსულ კანონს! – ჩიკაგოში მცხოვრებმა ქართველებმა აქცია გამართეს