საქართველოში გლოვის დღეა

საქართველოში გლოვის დღეა.

7 აგვისტო გლოვის დღედ 2023 წლის 3 აგვისტოს ონის მუნიციპალიტეტში, კურორტ შოვში წარმოქმნილი სტიქიური უბედურების შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით გამოცხადდა.

საქართველოს მთელ ტერიტორიაზე 7 აგვისტოს 00:00 საათიდან 8 აგვისტოს 00:00 საათამდე სახელმწიფო დროშები დაეშვება.

შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. ამ დროისთვის არსებული ოფიციალური მონაცემებით, სტიქიის შედეგად 18 ადამიანია დაღუპული.

banner
წინა სტატიაშითემურ მღებრიშვილი:ცოტა ხნის წინ პროზექტურაში მოხდა ერთი გარდაცვლილის იდენტიფიცირება
შემდეგი სტატია15 წელი აგვისტოს ომიდან