აუსტრევიჩუსი აქციის დაშლის გამო, EU-ს ხარაზიშვილისა და სირაძის დასანქცირებისკენ მოუწოდებს

ევროპარლამენტარი პეტრას აუსტრევიჩუსი მოუწოდებს ევროკავშირის ინსტიტუტებს, სანქციები დაუწესდეთ მათ, ვინც მშვიდობიანი აქციის დაშლის ორგანიზატორია.

კერძოდ, მან დაასახელა ზვიად ხარაზიშვილსა და ვაჟა სირაძეს. ამაზე ევროპარლამენტარმა რუსული კანონის შესახებ გამართულ დებატებზე ისაუბრა.

“საქართველოს სტატუსი ევროკავშირის წევრობის თვალსაზრისით გულისხმობს პოლიტიკურ რეფორმებს. ძალისხმევა, რომ გამართლდეს რეპრესიული კანონი ე.წ დასავლურ პრაქტიკებზე მითითებით არის წმინდა წყლის პათეტიკა. ასეთი კანონი რუსულ ავტორიტარიზმზეა დამიზნებული, ასევე, თბილად მივესალმები საქართველოს მოსახლეობას, რომელიც ოპოზიციაშია და წინააღმდეგობას უწევს ასეთ კანონს. მოვუწოდებ ევროკავშირის ინსტიტუტებს, მიზნობრივი სანქციები გამოიყენონ მათ მიმართ, ვინც აორგანიზებს მშვიდობიანი დემონსტრანტების დევნას, კონკრეტულად ზვიად ხარაზაშვილისა და ვაჟა სირაძის მიმართ უნდა იყოს გამოყენებული სანქციები, რომლებიც მოქმედებენ ქართველი ხალხის ნების წინააღმდეგ”- თქვა მან.

რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებზე ჯამში, 40 ადამიანი დააკავეს. პოლიციამ მშვიდობიანი აქციის მონაწილეები ძალის გამოყენებით დააკავა. მათ შორის, ფიზიკურად იძალადეს ჟურნალისტებსა და დეპუტატ ალეკო ელისაშვილზე. აქციის დაშლას განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორი ზვიად ხარაზიშვილი და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ვაჟა სირაძე ხელმძღვანელობდენ.

banner
წინა სტატიაში“მოლაპარაკებების გაყინვა, მომავალი ფინანსური დახმარება პირობებით” – ლექსმანი რუსულ კანონზე
შემდეგი სტატიაკუბილიუსი: ამ კანონის მიღების შემთხვევაში, EU-ში გაწევრიანებაზე მოლაპარაკება უნდა შეჩერდეს