(video) ერევანში პოლიციის შენობაზე თავდასხმის დროს მოკლულია ერთი და დაშავებულია ორი სამართალდამცველი

ერევანში პოლიციის განყოფილებაზე თავდასხმის შედეგად დაიღუპა ერთი და დაშავდა ორი სამართალდამცველი. ამის შესახებ სომხეთის ნაციონალური უსაფრთხოების სამსახური აცხადებს. უწყების ცნობით, სპეცრაზმმა ორი მძევლის გათავისუფლება შეძლო. გავრცელებული ცნობით, თავდამსხმელებს თავდაპირველად რვა მძევალი ჰყავდათ აყვანილი.

“სამართალდამცავი ორგანოები სრულად აკონტროლებენ სიტუაციას და ახორციელებენ ზომებს ვითარების განსამუხტად”, – ნათქვამია სომხეთის ნაციონალური უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაში.

სოციალურ ქსელებში კი პოლიციის განყოფილებაზე თავდასხმაში მონაწილე პირების ვიდეომიმართვა გავრცელდა. ისინი იარაღის უკანონო შენახვისთვის დაკავებულის, ოპოზიციური მოძრაობის “სადამფუძნებლო პარლამენტის” კოორდინატორის, ჟირაირ სეფილიანის გათავისუფლებას ითხოვენ. შეიარაღებული პირები აცხადებენ, რომ მზად არიან სეფილიანისთვის თავი გაწირონ და მხარდამჭერებს პოლიციის შენობასთან მოსვლისკენ მოუწოდებენ.

ინციდენტი სომხეთის დედაქალაქის რაიონ ერებუნიში მოხდა. შეიარაღებული პირების ჯგუფმა პოლიციის განყოფილების შენობა დაიკავა.

პოლიციის განყოფილებასთან სამხედრო ქვედანაყოფები და სპეცრაზმია მობილიზებული. ახლომდებარე შემობების სახურავებზე სნაიპერები განლაგდნენ. სამართალდამცველები თავდამსხმელებთან მოლაპრაკებებს მართვანე.

ივნისში სეფილიანს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუაფრდეს, მას იარაღის უკანონო შეძენასა და შენახვაში ედება ბრალი. გამოძიების მტკიცებით, ჯგუფი სეფილიანის ხელმძღვანელობით დანაშუელებრივ ქმედებებს გეგმავდა. კერძოდ, გამოძიების ცნობით, ისინი ერევანში რამდენიმე სტრატეგიული ობიექტის დაკავებას აპირებდნენ.

https://youtu.be/fmG3p6xPPlA

banner
წინა სტატიაში„საქართველოში ბევრი სისაძაგლე ე. წ. ამერიკული მოტივებით „პრავდება“!
შემდეგი სტატია(video) 17 ივლისი რუსეთის ბოლო იმპერატორის დახვრეტის დღე