ორშაბათს, 29 აპრილს, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია ვაკის პარკში გაიმართება

ორშაბათს, 29 აპრილს, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია ვაკის პარკში გაიმართება:

რუსულ ოცნებას დაგეგმილი აქვს თავისუფლების მოედანზე აქციის ჩატარება.
პარალელურად ჩანიშნეს რუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა და ბიუროს სხდომა.
ჩვენ ვეწინააღმდეგებით ყოველგვარ კონფრონტაციას და დაპირისპირებას.

ამიტომ, 17:00 საათზე შევიკრიბებით ვაკის პარკში და ერთად დაველოდებით მოვლენათა განვითარებას.
თუ მმართველი პარტია 29-ში შეეცდება მეორე მოსმენის და კენჭისყრის ჩატარებას, ჩვენი მხრიდან მიიღებს მძლავრ და სამართლიან პროტესტს.
შემოგვიერთდით.

ჩვენი არჩევანი ევროპაა და აქ რუსულ კანონს ვერასდროს ვერავინ მიიღებს.
გელოდებით 29-ში, ვაკის პარკში, 5 საათიდან.” – ნათქვამია ორგანიზატორების განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიაშშ-ის დაზვერვა მიიჩნევს, რომ ვლადიმერ პუტინს ალექსეი ნავალნის მკვლელობის ბრძანება არ გაუცია
შემდეგი სტატიავაშაძე – რუსული კანონის მთავარი მიზანია, ბოლომდე გააფუჭოს ურთიერთობები ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან