ეროვნულმა მეჯლისმა ერთობლივი დეკლარაციას ხელი მოაწერა

http://l.facebook.com/l.php?u=http%3A%2F%2Fwww.trt.net.tr%2Fgeorgian%2Ft-urk-et-i%2F2016%2F07%2F16%2Ferovnulma-mejlisma-ert-oblivi-deklarac-ias-xeli-moacera-530787&h=TAQGtMnFO&s=1

turk-parlaთურქეთის ეროვნულ მეჯლისში მოქმედმა ოთხივე პარტიამ ერთობლივ დეკლარაციას ხელი მოაწერეს. შემდეგ კი ტექსტი პარლამენტის თავჯდომარემ, ისმაილ ქაჰრამანმა წაიკითხა. ტექსტი ასეთია: „ჩვენ სამართლიანობის და განვითარების პარტია, რესპუბლიკური სახალხო პარტია, ეროვნული მოძრაობის პარტია და ხალხთა დემოკრატიული პარტია, ყველა ერთად გუშინ საღამოს დაწყებული და დღეს დილით კონტროლში აყვანილი გადატრიალების მცდელობას მკაცრად ვგმობთ. ჩვენმა მოქალაქეებმა გადატრიალების მცდელობის წინაშე ერად დგომით ეს მცდელობა აღკვეთა. მათ ასეთ ქმედებას თურქეთის რესპუბლიკა და მისი ყველა დაწესებულება არ დაივიწყებს. იმათ ვინც ამ გადატრიალების მცდელობის დროს შეჰიდი გახდნენ ანუ დაიღუპნენ თურქი ხალხი არასდროს დაივიწყებს. თურქეთის ეროვნული მეჯლისი უზენაესი თურქი ხალხის ნდობის გასამართლებლად დაბომბვების ქვეშ მუშაობას აგრძელებდა და მისი მოვალეობა წარმატებით შეასრულა. პარლამენტმა ასევე, ერთად დგომით გადატრიალების წინააღმდეგ აღებული პოზიცია წარმატებით შეასრულა და მან დემოკრატიის თვალსაზრისით თავისი მისია ზედმიწევნით შეასრულა. პარლამენტში მოქმედი პოლიტიკური პარტიების ასეთი პოზიცია ისტორიაში ოქროს ასოებით ჩაიწერება. ისინი ვინც ამ გადატრიალების მცდელობაში იღებდა მონაწილეობას კანონმდებლობის ფარგლებში აუცილებლად აგებს პასუხს. მიუხედავად იმისა, რომ განსხვავებული პოლიტიკური ხედვები გვაქვს ეროვნული ღირებულებების წინაშე ერთად დგომა ნათლად ვაჩვენეთ. ასევე მოსახლეობას მოვუწოდებთ, რომ დემოკრატიის სადარაჯოზე დგომის დროს უსიამოვნო ქმედებები არ განახორციელონ. თურქეთისადმი თანადგომის გამომხატველ ყველა მეგობარ ქვეყანას დიდ მადლობას ვუხდით.“

ხელმომწერები:

თურქეთის დიდი ეროვნული მეჯლისის თავჯდომარე ისმაილ ქაჰრამანი

სამართლიანობის და განვითარების პარტიის გენერალური მდივანი და პრემიერი ბინალი ილდირიმი

რესპუბლიკური სახალხო პარტიის გენერალური მდივანი ქემალ ქილიჩთაროღლუ

ეროვნული მოძრაობის პარტიის გენერალური მდივანი დევლეთ ბაჰჩელი

ხალხთა დემოკრატიული პარტიის გენერალური მდივნის მოადგილე იდრის ბალუქენი

წყარო

banner
წინა სტატიაშიპაკისტანელი მოდელი “ღირსების მკვლელობის“ მსხვერპლი გახდა
შემდეგი სტატია„საქართველოში ბევრი სისაძაგლე ე. წ. ამერიკული მოტივებით „პრავდება“!