კორონავირუსის 2 210 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში კორონავირუსის 2 210 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გვერდზე გამოქვეყნდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 5 587 ადამიანი გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა 74 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 28 025 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 15 263, „პისიარ“ ტესტით – 12 762.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 7,89%, ბოლო 14 დღის – 9,27%, ბოლო 7 დღის – 8,33%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 564 837 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 514 768 გამოჯანმრთელდა, 7 806 კი, გარდაიცვალა.

სულ აცრილია 1 314 104 ადამიანი, დღიურად აცრილია 22 733.

კარანტინის რეჟიმშია 105, სტაციონარში მეთვალყურეობას 7 019 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 2 415 პირი.

გუშინ, 4 სექტემბერს საქართველოში კორონავირუსის 2 684 შემთხვევა გამოვლინდა, 2 695 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 83 კი გარდაიცვალა.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 74 პაციენტი გარდაიცვალა
შემდეგი სტატიაკორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში 865 გამოვლინდა