15 წელი აგვისტოს ომიდან

170 სამხედრო მოსამსახურე, მათ შორის 23 ოფიცერი, 136 კაპრალ/სერჟანტი, 1 რიგითი, 9 რეზერვისტი და 1 სამოქალაქო პირი – ეს აგვისტოს ომის გმირების მონაცემებია, რომელიც საქართველოს უახლოეს ისტორიაში 15 წლის წინ ჩაიწერა.

5 დღიანმა ომმა ასევე შეიწირა 228 მშვიდობიანი მოქალაქე, გარდაიცვალა 14 პოლიციელი, დაიჭრა 1 747 ადამიანი. საკუთარი საცხოვრებელი სახლი დატოვა 150 000-მდე ადამიანმა. დღემდე დევნილის სტატუსს ატარებს 30 000-მდე პირი. განადგურდა 35 ათასი საცხოვრებელი სახლი. მიწასთან გასწორდა 53 ქართული სოფელი. ოკუპირებულია 5 ხეობა და 125 სოფელი.

2008 წლის 26 აგვისტოს, რუსეთმა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა ცნო. 8 ოქტომბერს, საქართველოს დანარჩენი ტერიტორიებიდან გასვლა დაასრულა, მაგრამ რუსული ჯარების გაძლიერებული გარნიზონები დარჩა მათ შორის იმ ტერიტორიებზეც, რომლებსაც ომამდე საქართველო აკონტროლებდა… დღეს ოკუპირებულია საქართველოს ტერიტორიის 20 %.

აგვისტოს ომიდან 15 წელი გავიდა და რუსეთის ფედერაცია კვლავაც განაგრძობს საქართველოს რეგიონების – აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციასა და მილიტარიზაციას, რეგულარულად ატარებს უკანონო სამხედრო წვრთნებს ქვეყნის ტერიტორიაზე, ინტენსიურად ამაგრებს საოკუპაციო ხაზს მავთულხლართებით და სხვადასხვა ხელოვნური ბარიერებით, აგრძელებს ადგილობრივი მშვიდობიანი მოსახლეობის უკანონო დაკავებისა და გატაცების პრაქტიკას, ზღუდავს კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის თავისუფალ გადაადგილებას.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში გლოვის დღეა
შემდეგი სტატიადილიდან მუშაობა განაახლა სასაზღვრო პოლიციის ორმა ვერტმფრენმა