უსამართლო, უსაგნო, არგუმენტების გარეშე მიღებული რეზოლუცია ევროპარლამენტში – ზარქუა

ევროპარლამენტის მწვავე რეზოლუციის შემდეგ, “ოცნების” დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ, ევროპარლამენტარებს უსამშობლოები უწოდა.

“უსამართლო, უსაგნო, არგუმენტების გარეშე მიღებული რეზოლუცია ევროპარლამენტში, რომელიც, კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, არის გონივრული ეჭვი, რომ დაფინანსებულია ლობისტური კომპანიების მიერ. ეს კუბილიუსები, თავისი ჭკუით გვასამართლებენ იმისთვის, რომ ლომჯარიას და გიგაურს მოვთხოვეთ იმ მილიონობით დაფინანსების გამჭვირვალობა. ამ უსამშობლოებს ჰგონიათ, რომ ქართველ ერს დაგვაშანტაჟებენ ან სანქცირებით ან იმით, თუ რაღაც პოლიტიკურ განცხადებებს გააკეთებენ. არა, ნულის ფასია. 750 კაცამდე არიან როგორც ვიცი ევროპარლამენტში, ხოლო 400-მდე, ვინც ამ სამარცხვინო რეზოლუციას მხარი დაუჭირეს, ესენი ყველანი არიან epp-ის წევრები. ანუ ამ სახალხო მოძრაობის წევრები დღემდე არიან “ნაციონალური მოძრაობის” წევრები”, – ამბობს ირაკლი ზარქუა.

banner
წინა სტატიაშითქვენ და თქვენმა ხელისუფლებამ სხვაგან შეუხვია, ბატონო პრემიერმინისტრო – იან კელი – კობახიძეს
შემდეგი სტატიასაქართველოს მთავრობა ევროპის საბჭოს GRECO-ს ანტიკორუფციული შეფასების ანგარიშს მალავს