ნუ ვიტყვით, რომ ყველა ახალგაზრდის უკან ვიღაც დგას და ვიღაცა მართავს – ვოლსკი

გია ვოლსკი აღიარებს, რომ ქუჩაში რუსული კანონის წინააღმდეგ გამოსული ახალგაზრდების უკან პოლიტიკური პარტიები არ დგანან და ბევრი მათგანი პროტესტს სწორედ საკუთარი ინიციატივით გამოხატავს.

“ნუ ვიტყვით, რომ ყველა ახალგაზრდის უკან ვიღაც დგას და ვიღაცა მართავს. ძალიან ბევრია დიდი რაოდენობა ახალგაზრდებისა, და მე ვიცნობ ძალიან ბევრს, რომლებსაც არასწორი ინფორმაცია აქვს. აქ ბევრი ადამიანი ისეთი, ვისაც შიშები აქვს, ვთქვათ, იმის, რომ არ განვითარდეს პროცესი ისე, რომ დემოკრატიული მმართველობის სისტემას მიადგეს ზარალი. ზოგი ფიქრობს, რომ შეიძლება ეს კანონპროექტი შემდგომ გადაიქცეს იმ მექანიზმად, რომლითაც შეიძლება შეიზღუდოს საზოგადოებრივი ორგანიზაციების საქმიანობა. რასაკვირველია, არცერთი ეს ხედვა რეალობას და სინამდვილეს არ შეესაბამება, “- ამბობს ვოლსკი.

banner
წინა სტატიაშიწინა წელთან შედარებით ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა – საქსტატი
შემდეგი სტატიახერსონში რუსი ოკუპანტები საბავშვო ბაღსა და სავაჭრო ცენტრს თავს დაესხნენ