ხერსონში რუსი ოკუპანტები საბავშვო ბაღსა და სავაჭრო ცენტრს თავს დაესხნენ

უკრაინული მედიის ცნობით, რუსი ოკუპანტები ხერსონის ოლქში საბავშვო ბაღს, სავაჭრო ცენტრსა და საცხოვრებელ კვარტლებს თავს დაესხნენ. არსებული ინფორმაციით, დაშავდა 6 ადამიანი.

“რუსმა სამხედროებმა რეგიონის დასახლებულ უბნებსა და საცხოვრებელ კვარტალს დაარტყეს. დაზიანდა მაღალსართულიანი შენობა და 6 კერძო სახლი. დარტყმები დაფიქსირდა სავაჭრო ცენტრში, საბავშვო ბაღსა და სასოფლო-სამეურნეო საწარმოში. რუსული აგრესიის შედეგად დაშავდა 6 ადამიანი,” – ამბობს ალექსანდრ პროკუდინი, ხერსონის ოლქის ხელმძღვანელი.

banner
წინა სტატიაშინუ ვიტყვით, რომ ყველა ახალგაზრდის უკან ვიღაც დგას და ვიღაცა მართავს – ვოლსკი
შემდეგი სტატიაძალიან სამწუხაროა, რომ ხდება ახალგაზრდების შეცდომაში შეყვანა – ლაშხი