ძალიან სამწუხაროა, რომ ხდება ახალგაზრდების შეცდომაში შეყვანა – ლაშხი

“ქართული ოცნების” წერვი მარიამ ლაშხი აცხადებს, რომ ახალგაზრდები, რომლებიც ქუჩაში რუსულ კანონს აპროტესტებენ, შეცდომაში არიან შეყვანილები. მეტიც, მმართველი გუნდის წევრი ამბობს, რომ 1000-მა დემონსტრანტმა ქართველი ხალხის სახელით არ უნდა ილაპარაკოს.

“ძალიან სამწუხაროა, რომ ხდება ახალგაზრდების შეცდომაში შეყვანა. ძალიან ბევრი ვნახეთ ახალგაზრდა, როდესაც მივიდა აქციაზე და ნახა თუ ვინ დგას რეალურად ამ აქციების უკან, ვინ არიან ორგანიზატორები და როგორ ხდება მართვა ამ აქციების, ძალიან ბევრი უკან წამოსულა.

ხალხის სახელით არ უნდა ისაუბროს 100, 500 და 1000-მა დემონსტრანტმა. 29-ში არის სახალხო მსვლელობა, იმ ხალხის, იქნება ეს „ოცნების“ მხარდამჭერი თუ არა, რეალურად, წარმოდგენილები იქნებიან ისინი, ვინც არის რეალურად, ხალხის ხმა,” – ამბობს მარიამ ლაშხი.

banner
წინა სტატიაშიხერსონში რუსი ოკუპანტები საბავშვო ბაღსა და სავაჭრო ცენტრს თავს დაესხნენ
შემდეგი სტატიათქვენ და თქვენმა ხელისუფლებამ სხვაგან შეუხვია, ბატონო პრემიერმინისტრო – იან კელი – კობახიძეს