კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში 865 გამოვლინდა

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 210 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 865 შემთხვევა, აჭარა – 223, იმერეთი – 336, ქვემო ქართლი – 143, შიდა ქართლი – 99, გურია – 54, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 164, კახეთი – 225, მცხეთა-მთიანეთი – 30, სამცხე-ჯავახეთი – 48, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 23.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 42 237 საიდანაც 7 019 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 3 041, აჭარაში – 826, იმერეთში – 1 090.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 579 პირი, მათ შორის, თბილისში – 699, აჭარაში – 182, იმერეთში – 331. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 413 პირი, მათგან თბილისში – 244, აჭარაში – 42, იმერეთში – 33. 2 415 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 163 – თბილისში, 769 – აჭარაში.

32 803 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 105 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 102, ხოლო აჭარაში – სამი.

სულ 6 ოქტომბრიდან – 4 სექტემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 25 126 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 40 099 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 18 452 პირი, აჭარაში – 4 836, იმერეთში – 3 943.

banner
წინა სტატიაშიკორონავირუსის 2 210 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
შემდეგი სტატიაკარლ ჰარცელი საოკუპაციო რეჟიმს ყველა ე.წ. გამშვები პუნქტის გახსნისკენ მოუწოდებს