“ყველა მოქალაქისთვის კოვიდის მკურნალობასთან დაკავშირებული ყველა პროცედურა სრულიად უფასოა”

„კოვიდ-19“-ის მართვა ვერ იქნებოდა ეფექტური, რომ არა ფინანსური რესურსების მობილიზება და სწორად განკარგვა. ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შეიქმნა უშუალოდ „კოვიდ-19“-ის მართვის ფინანსური მექანიზმი, რომლის ფარგლებში, საქართველოს ყველა მოქალაქისთვის კოვიდის მკურნალობასთან დაკავშირებული ყველა პროცედურა სრულიად უფასოა, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატმა, ეკატერინე ტიკარაძემ განათლების, მეცნიერებისა და კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა და ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, „კოვიდ-19“-ის მართვის  ბიუჯეტი 236 440 000 ლარია.

როგორც ტიკარაძემ აღნიშნა, თითოეულ პაციენტზე  დანახარჯი მსუბუქი პაციენტების შემთხვევაში საშუალოდ შეადგენს 1 200 ლარს, ხოლო მძიმე პაციენტების შემთხვევაში 3 000 ლარს ან მეტს.

„საქართველოს ყველა მოქალაქისთვის კოვიდის მკურნალობასთან დაკავშირებული ყველა პროცედურა სრულიად უფასოა. „კოვიდ-19“-ის მართვის  ბიუჯეტი 236 440 000 ლარია და ითვალისწინებს არა მხოლოდ მკურნალობის, არამედ ტესტირების, აღჭურვის, კარანტინის და სხვა მომსახურებების ხარჯების ანაზღაურებას. თითოეულ პაციენტზე  დანახარჯი მსუბუქი პაციენტების შემთხვევაში საშუალოდ შეადგენს 1 200 ლარს, ხოლო მძიმე პაციენტების შემთხვევაში 3 000 ლარს და მეტს. ჯანდაცვის სამინისტრო არაერთხელ გახდა კრიტიკის ობიექტი, რადგან ერთდროულად არ მოახდინა ჰოსპიტალური საწოლების მობილიზება. ჩვენ კი მოქალაქეების ჯანმრთელობაზე არსებული პასუხისმგებლობის გარდა, გვაქვს სხვა პასუხისმგებლობაც, რომელიც ბიუჯეტის მიზნობრივ ხარჯვას ემსახურება. ამიტომ ჩვენ მოვახდინეთ საწოლების გეგმაზომიერი მობილიზება, რათა რაციონალურად დახარჯულიყო სახელმწიფო ბიუჯეტი და რეალურ საჭიროებასთან თანმიმდევრული ვყოფილიყავით“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

banner
წინა სტატიაშისაგარეო უწყების განმარტება “თაიმერთან” თურქული ბანკების მიერ აფხაზური საბანკო ბარათების მომსახურებაზე
შემდეგი სტატიამათიკაშვილი – კრიმინოგენული სიტუაციის ზრდას ადგილი არ აქვს