შეხვედრებზე პოზიტიური განწყობაა ამ ცვლილებების მიმართ და მხარდაჭერაა ჩვენი მოსახლეობისგან – პაპუაშვილი

„ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვა დღეს ზუგდიდში იქნება, ხვალ კი, მესტიაში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ხალხისგან არის მხარდაჭერა საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ამ მხარდაჭერას გააცნობს პარლამენტს.

„საყოველთაო-სახალხო განხილვის კომისია აგრძელებს შეხვედრებს სხვადასხვა ქალაქში მოსახლეობასთან. ჩვენ უკვე გვქონდა ოთხი შეხვედრა ქუთაისში, ამბროლაურში, ოზურგეთსა და ბათუმში. შეხვედრებზე პოზიტიური განწყობაა ამ ცვლილებების მიმართ და მხარდაჭერაა ჩვენი მოსახლეობისგან. ვსაუბრობთ საკონსტიტუციო პროცესის, კონსტიტუციური პროექტის, ცვლილების დეტალებზე, ასევე ვსაუბრობთ იმ კანონებზე, რომელიც მისაღები იქნება ამ კონსტიტუციური ცვლილების პარალელურად. ასე რომ, საინტერესო დისკუსიებია. მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებისგან არის მხარდაჭერა და რა თქმა უნდა, ამ მხარდაჭერას ჩვენ გავაცნობთ საქართველოს პარლამენტს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიგვჯერა, რომ გამოიყენებთ თქვენს პლატფორმას, რათა მხარი დაუჭიროთ საქართველოს მოქალაქეებს თავისუფლებისა და დემოკრატიული მომავლისთვის ბრძოლაში – “სირცხვილიას” მიმართვა Massive Attack-ს
შემდეგი სტატიაევროპარლამენტში არის გარკვეული ჯგუფი, რომელიც კრიმინალის გვერდში დგება და ბრიფინგებს ატარებს – პაპუაშვილი