საქართველოს მთავრობას ეკისრება პასუხისმგებლობა, განზრახ არ შეაფერხოს ქვეყნის გზა ევროპული მომავლისკენ – გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო

“საქართველოს მთავრობას ეკისრება პასუხისმგებლობა, განზრახ არ შეაფერხოს ქვეყნის გზა ევროპული მომავლისკენ”, – ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო X-ზე წერს.

უწყების განცხადებით, საქართველოში ათასობით ადამიანი ყოველ საპროტესტო აქციას სიტყვის თავისუფლებისა და აქტიური სამოქალაქო საზოგადოების დასაცავად მართავს..

“საქართველოში, ათასობით ადამიანი, სიტყვის თავისუფლებისა და აქტიური სამოქალაქო საზოგადოებისთვის, ყოველ ღამით გამოხატავს პროტესტს. ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი ისტორიული შესაძლებლობაა. საქართველოს მთავრობას ეკისრება პასუხისმგებლობა, განზრახ არ შეაფერხოს ქვეყნის გზა ევროპული მომავლისკენ”, – წერს გერმანიის საგარეო.

banner
წინა სტატიაშიყალბი ფულის გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
შემდეგი სტატიაTI: მთავრობა ევროპის საბჭოს GRECO-ს ანტიკორუფციული შეფასების ანგარიშს მალავს