მათიკაშვილი – კრიმინოგენული სიტუაციის ზრდას ადგილი არ აქვს

საპროცედურო საკითხთა და წესების, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, თავდაცვისა და უშიშროების და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე, სადაც შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატს, ვახტანგ გომელაურს მოუსმინეს, დეპუტატმა დავით მათიკაშვილმა კრიმინოგენული სიტუაციის სტატისტიკასთან დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს თემა ყოველთვის იყო მანიპულირების საგანი ოპონენტების მხრიდან.

„ჩვენ კარგად გვახსოვს ე.წ. ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკა და მისი შედეგები წინა ხელისუფლების პირობებში. ჩვენ გვახსოვს სტატისტიკური მონაცემებით მანიპულირების სხვადასხვა გზები, თუ როგორ ქვეყნდებოდა ან არ ქვეყნდებოდა კონკრეტული მონაცემები.

ჩვენ ზუსტად ვიცით 2012 წლიდან დღემდე, რა გზა გაიარა ამ მხრივ რეალურმა მოცემულობამ დღევანდელი სიტუაციის ჩათვლით. სამთავრობო პროგრამაში, თქვენ აღნიშნავთ, რომ 10%-ით არის წინა წლებთან შედარებით კლება ამ კუთხით. კრიმინოგენული სიტუაციის ზრდას ადგილი არ აქვს და ეს მხოლოდ მანიპულირებაა ჩვენი ოპონენტების მხრიდან”, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

banner
წინა სტატიაში“ყველა მოქალაქისთვის კოვიდის მკურნალობასთან დაკავშირებული ყველა პროცედურა სრულიად უფასოა”
შემდეგი სტატიასაოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული მირიან თაზიაშვილი გაათავისუფლეს