ურსულა ფონ დერ ლაიენი უკრაინელებს – თუ ჩვენ შევძლებთ, გვქონდეს ასობით მილიარდი ევროს ინვესტიცია და ასევე რეფორმები, ეს არა მხოლოდ ააშენებს თქვენს ქვეყანას, ასევე გზას გაგიკვალავთ ევროკავშირისკენ

ჩვენ თქვენ გვერდით ვართ. ვერ შევედრებით უკრაინელი ხალხის სიმამაცეს და მსხვერპლს, მაგრამ შეგვიძლია, დაგეხმაროთ, მხარი დაგიჭიროთ და თქვნ გვერდით ვიყოთ. ჩვენ შეგვიძლია, დაგეხმაროთ ჩვენი ეკონომიკური ძალით, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ვარშავაში გამართულ დონორების საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„რუსეთის აგრესიის სისასტიკე მსოფლიოს შოკში აგდებს. ეს საკუთარი თვალით ვნახე, როდესაც კიევში ვიმყოფებოდი, ვიყავით ბუჩაში და ვნახეთ მასობრივი სასაფლაოები, მიცვალებულების ტომრები, დაჭრილები სახლებსა და საავადმყოფოებში, რომელიც დაბომბეს. საბავშვო ბაღები და სკოლები. ეს ომის დანაშაულებია, რომელსაც რუსეთი ყოველდღიურად სჩადის. სწორედ ამიტომ ჩვენ თქვენ გვერდით ვართ. ვერ შევედრებით უკრაინელი ხალხის სიმამაცეს და მსხვერპლს, მაგრამ შეგვიძლია, დაგეხმაროთ, მხარი დაგიჭიროთ და თქვენ გვერდით ვიყოთ. ჩვენ შეგვიძლია, დაგეხმაროთ ჩვენი ეკონომიკური ძალით. ერთი მხრივ, არის სანქციები. გუშინ ჩვენ გამოვაქვეყნეთ ჩვენი სანქციების მეექვსე პაკეტი და ეს ღრმა დარტყმას აყენებს რუსულ ეკონომიკას. მისი მიზანია, რომ პუტინმა უნდა გადაიხადოს საფასური ამ აგრესიისთვის.

მეორე არის ეკონომიკური დახმარება. ომის ათი კვირის განმავლობაში ჩვენ გამოვყავით 4 მილიარდის ფინანსურ-ეკონომიკური დახმარება. ჩვენ გავაკეთეთ 3.5 მილიარდის მობილიზება ევროკავშირში მყოფი ლტოლვილებისთვის. ასევე მნიშვნელოვანია, რომ სამი კვირის წინ, ჩვენ უკრაინაში იძულებით გადაადგილებული პირებისთვის 1.8 მილიარდის დახმარების დაპირება გავეცით. ეს რა თქმა უნდა, საკმარისი არ არის. მერგო პატივი, პირობა დავდო, რომ გამოვყოფთ 200 მილიონ ევროს უკრაინის მოსახლეობისთვის, უკრაინაში იძულებით გადაადგილებული პირებისთვის და იმედი მაქვს, ამას კიდევ მეტი დახმარება მოჰყვება. ის, რაც პრეზიდენტ ზელენსკისგან და პრემიერ შმიგალისგან მოვისმინე, თქვენ ითხოვთ პრაქტიკულ ნაბიჯებს. მართალი ხართ, უკრაინის რეკონსტრუქციას აქვს ჩვენი სრული მხარდაჭერა. თუ ჩვენ შევძლებთ, გვქონდეს ასობით მილიარდი ევროს ინვესტიცია და ასევე რეფორმები, ეს არა მხოლოდ ააშენებს თქვენს ქვეყანას, ასევე გზას გაგიკვალავთ ევროკავშირისკენ“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

წინა სტატიაშიღარიბაშვილი – საქართველოს მიერ განხორციელებული კონტრიბუცია 7 მილიონ დოლარს შეადგენს, ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის დახმარებას დამატებით 7 მილიონი დოლარით
შემდეგი სტატიაარესტოვიჩი – „აზოვსტალის“ ტერიტორიაზე მყოფმა უკრაინელმა დამცველებმა ოკუპანტების შტურმი მოიგერიეს