ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ შეერთებულ შტატებში უნივერსიტეტებში მიმდინარე პალესტინის მხარდამჭერი აქციები დაგმო, სტუდენტებს ანტისემიტები უწოდა და განაცხადა, რომ დემონსტრაციები უნდა შეწყდეს.
„ის, რაც ხდება ამერიკის უნივერსიტეტების კამპუსებში, საშინელებაა. წამყვანი უნივერსიტეტები ანტისემიტურმა ბრბომ დაიკავა. ისინი ისრაელის განადგურებას მოითხოვენ, თავს ესხმიან ებრაელ სტუდენტებს. ეს უგუნურებაა, ეს უნდა შეწყდეს“, – აღნიშნა ნეთანიაჰუმ.
მისი თქმით, ზოგიერთი უნივერსიტეტის პრეზიდენტის პასუხი იყო სამარცხვინო და თქვა, რომ მეტი უნდა გაკეთდეს.
„რაც ახლა მნიშვნელოვანია ყველა ჩვენგანისთვის, ვინც ვაფასებთ ჩვენს ღირებულებებს და ჩვენს ცივილიზაციას, ერთად დავდგეთ და ვთქვათ, „საკმარისია“, – აღნიშნა ნეთანიაჰუმ.