არესტოვიჩი – „აზოვსტალის“ ტერიტორიაზე მყოფმა უკრაინელმა დამცველებმა ოკუპანტების შტურმი მოიგერიეს

„აზოვსტალის“ ტერიტორიაზე მყოფმა უკრაინელმა დამცველებმა ოკუპანტების შტურმი მოიგერიეს, – უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა, ალექსი არესტოვიჩმა განაცხადა.

მისი თქმით, „აზოვსტალში“ ბრძოლები გრძელდება და უკრაინელი ჯარისკაცები მამაცურად უწევენ წინააღმდეგობას მტრის ძალებს.

„გუშინ რუსული ჯარები შევიდნენ „აზოვსტალის“ ტერიტორიაზე, მაგრამ ჩვენმა დამცველებმა განდევნეს. ახლა ვაჯამებთ ინფორმაციას“, – განაცხადა არესტოვიჩმა.

banner
წინა სტატიაშიურსულა ფონ დერ ლაიენი უკრაინელებს – თუ ჩვენ შევძლებთ, გვქონდეს ასობით მილიარდი ევროს ინვესტიცია და ასევე რეფორმები, ეს არა მხოლოდ ააშენებს თქვენს ქვეყანას, ასევე გზას გაგიკვალავთ ევროკავშირისკენ
შემდეგი სტატიაუკრაინა, რაც შეიძლება მალე უნდა შევიდეს ევროკავშირში… კანდიდატის სტატუსი უნდა მიენიჭოს ახლავე – ზელენსკი