ღარიბაშვილი – საქართველოს მიერ განხორციელებული კონტრიბუცია 7 მილიონ დოლარს შეადგენს, ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის დახმარებას დამატებით 7 მილიონი დოლარით

საქართველოს კონტრიბუცია, რომელიც უკვე განხორციელდა, შეადგენს 7 მილიონ ამერიკულ დოლარს და გავაგრძელებთ დახმარებას დაახლოებით 28 000 უკრაინელი მოქალაქის, რომლებიც ომის შემდეგ ცხოვრობენ საქართველოში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პოლონეთში, საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, საქართველო სრული სოლიდარობით დგას საერთაშორისო საზოგადოების გვერდით და აგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას პოლიტიკურად და ჰუმანიტარულად როგორც მრავალმხრივ, ისე ორმხრივ ფორმატებში.

„ჩვენ მობილიზაციას მოვახდენთ ჩვენი რესურსებისას, რომ დავეხმაროთ ქვეყანას. სრული სოლიდარობით ვდგავართ საერთაშორისო საზოგადოების გვერდით და გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას პოლიტიკურად და ჰუმანიტარულად როგორც მრავალმხრივ, ისე ორმხრივ ფორმატებში. საქართველოს კონტრიბუცია, რომელიც უკვე განხორციელდა, შეადგენს 7 მილიონ ამერიკულ დოლარს და გავაგრძელებთ დახმარებას დაახლოებით 28 000 უკრაინელი მოქალაქის, რომლებიც ომის შემდეგ ცხოვრობენ საქართველოში. 5 ტონაზე მეტი დახმარება გაიგზავნა უკრაინაზე სახმელეთო და საჰაერო გზით.

ჩემი მთავრობა ეხმარება ქვეყანაში მყოფ უკრაინელებს მათ დაბინავებაში, სამედიცინო მომსახურებაში, სკოლებისა და ბაღების წვდომის საკითხებში უფასოდ. ჩვენ გავაგრძელებთ მოძმე ერის დახმარებას დამატებით 7 მილიონი დოლარით 2022 წლის ბოლომდე. ჩვენი მოქალაქეები და არასამთავრობო ორგანიზაციები უკრაინის მოქალაქეებს ეხმარებიან დაბინავებასა და სხვა საკითხებში. საქართველო პირველ ადგილზე არის 190 ქვეყანას შორის უკრაინის ფოსტის ინფორმაციით ჰუმანიტარული დახმარების კუთხით და აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ის ერთობა, რომლითაც საერთაშორისო თანამეგობრობა გამოდის უკრაინის დასახმარებლად, საჭიროებს მყისიერ და ქმედით ნაბიჯებს. კიდევ ერთხელ, უკრაინას და უკრაინელ ხალხს მშვიდობასა და აღმავლობას ვუსურვებ“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიიან ლიპავსკი – ჩეხეთი მზად არის, წარადგინოს პროგრამა უკრაინისთვის, რომელიც მიზნად ისახავს მოლდოვისა და საქართველოს მდგრადობასაც
შემდეგი სტატიაურსულა ფონ დერ ლაიენი უკრაინელებს – თუ ჩვენ შევძლებთ, გვქონდეს ასობით მილიარდი ევროს ინვესტიცია და ასევე რეფორმები, ეს არა მხოლოდ ააშენებს თქვენს ქვეყანას, ასევე გზას გაგიკვალავთ ევროკავშირისკენ