უქმე დღეებში სავაჭრო ცენტრებისა და მაღაზიებისთვის დამატებითი შეზღუდვები არ იმოქმედებს

უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის, გიორგი ღიბრაძის თქმით, უქმე დღეების პერიოდში სავაჭრო ცენტრებისა და მაღაზიებისთვის დამატებითი შეზღუდვა არ იმოქმედებს და აკრძალვა მხოლოდ საზოგადოებრივ ტრანსპორტს და საფლავებზე გასვლას შეეხება.

“უქმე დღეების დროს, რომელიც დღეიდან 12 მაისის ჩათვლით იქნება, არის ორი დამატებითი შეზღუდვა. პირველი – ეს არის 2 დან 4 მაისის ჩათვლით სასაფლაოებზე გასვლის აკრძალვა და მეორე, 2 დან 12 მაისის ჩათვლით ქალაქებში არ იფუნქციონირებს საზოგადოებრივი ტრანსპორტი. სხვა დამატებითი შეზღუდვა მიღებული არ არის და ყველა ოპერირებს იმ რეჟიმით, რომლითაც ოპერირებდა დღემდე”, – თქვა ღიბრაძემ.

banner
წინა სტატიაშიმოსკოვში აშშ-ს საელჩომ ვიზების გაცემის შეწყვეტის შესახებ განაცხადა
შემდეგი სტატიასამნიძე ვაშაძის განცხადებაზე: ყველას საკუთარი სტრატეგია აქვს