სამნიძე ვაშაძის განცხადებაზე: ყველას საკუთარი სტრატეგია აქვს

ყველას საკუთარი სტრატეგია აქვს, ამაზე საერთო ფორმატში არ გვისაუბრია, – ასე გამოეხმაურა “რესპუბლიკური პარტიის” თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებას “მთავარი არხის” ეთერში.

“ყველა პარტიას აქვს საკუთარი დღის წესრიგი. ისევე როგორც მომავალში თვითმმართველობის არჩევნებზე ექნება. გიორგი ვაშაძესა და “სტრატეგია აღმაშენებელს” საკუთარი სტრაგია აქვს, “რესპუბლიკელებს” ჩვენი პოზიცია გვაქვს, მაგრამ ამ ეტაპზე არანაირი კოორდინირებული საერთო დისკუსია ამ თემაზე არ ყოფილა. მე მომხრე ვარ, რომ მოხდეს საერთო კოორდინირება არჩევნებზე. ეს არ ნიშნავს, რომ ერთი კანდიდატი იყოს. არ მაქვს ჩამოყალიბებული მკვეთრი პოზიცია ამაზე, რომ აუცილებლად ერთი კანდიდატი უნდა იყოს ან ერთიანი სია.

მე მიმაჩნია, რომ როდესაც ნიკა მელია გამოვა ციხიდან, ყველა პარტია უნდა დავსხდეთ, მიუხედავად ჩვენს შორის არსებული აზრთა სხვადასხვაობისა და ვიმსჯელოთ. ზოგი ფიქრობს, რომ ერთიანი კანდიდატი უნდა იყოს. მაგალითად ნიკა მელია, ზოგი ფიქრბს რომ არა”, – განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

დღეს, 30 აპრილს, “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ “ნაციონალური მოძრაობის” მეორბის კანდიდატის მხარდაჭერა მარცხის ფორმულაა.

banner
წინა სტატიაშიუქმე დღეებში სავაჭრო ცენტრებისა და მაღაზიებისთვის დამატებითი შეზღუდვები არ იმოქმედებს
შემდეგი სტატიარუსეთმა ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი და ევროპარლამენტის ხელმძღვანელი პერსონა ნონ-გრატად გამოაცხადა