მოსკოვში აშშ-ს საელჩომ ვიზების გაცემის შეწყვეტის შესახებ განაცხადა

მოსკოვში აშშ-ს საელჩომ განაცხადა, რომ 12 მაისიდან ვიზების გაცემას წყვეტს რუსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილების გამო, რომლის თანახმადაც, დიპლომატიურ მისიას რუსეთის მოქალაქეების დაქირავება აუკრძალა.

“12 მაისიდან მოსკოვში აშშ-ს საელჩო საკონსულო მომსახურებას შეამცირებს, დატოვებს მხოლოდ აშშ-ს მოქალაქეებისთვის საგანგებო მომსახურებას და შეზღუდავს ემიგრაციული ვიზების გაცემას მხოლოდ იმ შემთხვევებში, როცა მათი ვადა ამოიწურა, გარდა ამისა, მომსახურებას გასწევს მაშინ, როცა სიცოცხლეს საშიშროება ემუქრება ან სიკვდილია დამდგარი” – საელჩოს განცხადებაშია ნათქვამი – “ბიბისი” წერს.

დიპლომატიურ მისიაში განაცხადეს, რომ მათი წევრები 75%-ით შემცირდა. აშშ-ს მოქალაქეებს, რომელთაც ვიზა უმთავრდებათ, საელჩო რეკომენდაციას აძლევს რუსეთი 15 ივნისამდე დატოვონ ან ვიზის გასაგრძელებლად მიმართონ შსს-ს.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 25 აპრილს ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის თანახმადაც იმ ქვეყნების საელჩოებში, “რომლებიც რუსეთის წინააღმდეგ არამეგობრულ მოქმედებებს ანხორციელებენ”, რუსეთის მოქალაქეების დაქირავების უფლება ეზღუდებათ.

banner
წინა სტატიაშიისრაელის პრემიერ-მინისტრმა დღევანდელი ტრაგედიის გამოძიების პირობა დადო (ვიდეო)
შემდეგი სტატიაუქმე დღეებში სავაჭრო ცენტრებისა და მაღაზიებისთვის დამატებითი შეზღუდვები არ იმოქმედებს