ცესკომ “ალტ-იფნოს” ახალი პარტიის საარჩევნო რეგისტრაციის პროცედურა შეაჩერა

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ძალადობრივი “კონსერვატიული მოძრაობის”, იგივე “ალტ-იფნოს” ახალი პარტიის საარჩევნო რეგისტრაციის პროცედურა შეაჩერა. “ალტ-ინფოს” ერთ-ერთი ლიდერი, ზურაბ მახარაძე სოციალურ ქსელში ცესკო-ს წერილის ფოტოს აქვეყნებს.

წერილში აღნიშნულია, რომ უწყებაში შესულია ანტიკორუფციული ბიუროს მიმართვა/შინაარსით საჩივარი, რომელიც ეხება მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების “ქართული იდეა” რეგისტრირებული მონაცემების კანონმდებლობასთან შესაბამისობის მოკვლევას.

ეს წერილი დაგვახვედრა ცეესკომ და გვითხრა, რომ არ დაითვლის ჩვენს მიტანილ 70 000 ხელმოწერას, რადგან რეესტრმა ,,ქართული იდეის,, გაუქმების პროცესიც დაიწყო.

ვუყურებ ახლა ამ დოკუმენტს რომლითაც ოცნება ,,ქართულ ოდეას,, აუქმებს, პარტიას რონელიც წინა არჩევნებში მონაწილეობას იღებდა და პარალელურად ვკითხულობ ვითომ ეროვნული ფლანგის ხალხის პოსტებს, ვინც ჩვენ სამშობლოს მოღალატედ გვაცხადებენ იმის გამო, რომ ოცნების პარტიულ ღონისძიებაზე არ მივდივართ.

ესაა რეალობა.
ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ არჩევნებზე ხალხს ნაცების და ქოცების გარდა კიდევ რამე არჩევანი ქონდეს. მაგრამ ხალხმაც უნდა გადაწყვიტოს, საერთოდ უნდა თუ არა ასეთი არჩევანი.

თუ გინდა უფლება, მისთვის რამე უნდა გააკეთო,” – წერს მახარაძე.

მანამდე – 8 აპრილს საჯარო რეესტრმა “ალტ ინფოს” პარტია (კონსერვატიული მოძრაობა) გააუქმა.

banner
წინა სტატიაშიოპოზიციური პარტიები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
შემდეგი სტატიასაპატრიარქო – საქართველოს ხელისუფლება თვალნათლივ დაადგა ტრადიციული ღირებულებების დაცვის გზას