ბრალდებულებმა უკანონოდ შეაღწიეს მოქალაქეების კუთვნილ 10-მდე საცხოვრებელ სახლში, საიდანაც მართლასაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ საყოფაცხოვრებო და სამეურნეო ნივთებს

პოლიციამ გურიაში მომხდარი ქურდობის ფაქტები გახსნა – დაკავებულია 2 პირი. საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, უკანონოდ შეაღწიეს მოქალაქეების კუთვნილ 10-მდე საცხოვრებელ სახლში, საიდანაც მართლასაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ საყოფაცხოვრებო და სამეურნეო ნივთებს.

დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

” გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა სხვადასხვა დროს, უკანონოდ შეაღწიეს მოქალაქეების კუთვნილ 10-მდე საცხოვრებელ სახლში, საიდანაც მართლასაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ საყოფაცხოვრებო და სამეურნეო ნივთებს. საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებისა და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, პოლიციამ მ.მ. და ზ.მ, ბრალდებულის სახით დააკავა. სამართალდამცველების მიერ ნივთმტკიცებად ამოღებულია მოპარული ნივთები. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ჯგუფის მიერ, წინასწარი შეთანხმებით არაერთგზის, ბინაში უკანონოდ შეღწევით ჩადენილ ქურდობას გულისხმობს,” – აცხადებენ შსს-ში.

banner
წინა სტატიაშიუვიზო მიმოსვლასა და ამ კანონპროექტს შორის ტოლობის ნიშანი იმ რეზოლუციამ დასვა, რაც რელევანტური არ არის – ქადაგიშვილი
შემდეგი სტატია„შეუძლებელია, ზუსტად ვთქვათ, ვიზალიბერალიზაციას ჩამოგვართმევენ თუ არა – ხვიჩია