უნივერსიტეტის რექტორი გადადგომას არ აპირებს – ვლადიმერ პაპავა

“უნივერსიტეტის რექტორი გადადგომას არ აპირებს”, – ეს განცხადება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, ვლადიმერ პაპავამ, უნივერსიტეტში ე.წ. ოდეერების საქმესთან დაკავშირებით გააკეთა.

ვლადიმერ პაპავას განცხადებით, ამ წლების განმავლობაში უნივერსიტეტში ოდეერების ინსტიტუტის არსებობა მუშაობას ხელს არ უშლიდა, თუმცა, მისი თქმით, სტუდენტებს აქვთ უფლება, მოითხოვონ ამ მიმართულებით გამოძიების დაწყება.

“რადგანაც სტუდენტებმა ეს საკითხი გააჟღერეს, ბუნებრივია, ეს საკითხი მივიდა იმათ ყურამდეც, ვისაც ეს ეხება. თუ ისინი ჩათვლიან, რომ ეს გამოძიება უნდა ჩატარდეს, ჩვენ ყველანაირად შევუწყობთ ხელს, რაც ჩვენს შესაძლებლობებშია. ყველაზე ნაკლებად, თუ ვინმეს აწყობს ის, რაც ხდება დღეს უნივერსიტეტში, ეს არის რექტორი. მინდა ხაზგასმით აღინიშნოს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გადადგომას არ აპირებს, რადგან ამით უნვერსიტეტში სიტუაცია კიდევ უფრო მეტად არ დამძიმდეს,“ – განაცხადა ლადო პაპავამ.

banner
წინა სტატიაშიფოთში 2 თევზსაჭერი სეინერი დააკავეს
შემდეგი სტატიაუნივერსიტეტში ე.წ. ოდეერების საქმის მოკვლევა დაიწყება