ფოთში 2 თევზსაჭერი სეინერი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის და საგამოძიებო-ოპერატიული მთავარი სამმართველოს დასავლეთის ოპერატიული სამსახურის თანამშრომლებმა, ნაოსნობის წესების დარღვევის ფაქტზე, ფოთის საზღვაო ნავსადგურში საქართველოს დროშით მცურავი ორი თევზსაჭერი სეინერი KOROGLU BALIKCILIK და TRABZON SU URUNLERI-1 დააკავეს.

ამის შესხებ ინფორმაციას შსს ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ გემის კაპიტნებს ბიუჯეტის სასარგებლოდ 50 000 ლარის ოდენობით ჯარიმა დაეკისრათ ჯარიმა.

საქმის წარმოება ნაოსნობის წესების დარღვევის ფაქტზე დაიწყო. გამოძიებას სასაზღვრო პოლიციის საგამოძიებო-ოპერატიული მთავარი სამმართველო აწარმოებს.

banner
წინა სტატიაში“დემოკრატიული მოძრაობა” განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიაუნივერსიტეტის რექტორი გადადგომას არ აპირებს – ვლადიმერ პაპავა