არანაირი ვალდებულება არ გაქვთ მონაწილეობა მიიღოთ მათ მიერ ხელოვნურად დაორგანიზებულ აქციებში თქვენივე თანამოქალაქეების საწინააღმდეგოდ – ცისკარიშვილი

ცისკარიშვილი “ქართული ოცნების” მიერ დაანონსებულ კონტრაქციას ეხმაურება და ამბობს, რომ მონაწილეობა არ სურთ აქციაში იმ ადამიანებს, ვინც სახელისუფლებო ძალას იძულებით მოჰყავს.

“დღევანდელ აქციაზე ჩვენ არაფერი გვესაქმება, ის არის „ქოცების“ აქცია და იმ აქციაში მონაწილე ადამიანებს, ვისაც აიძულებენ დღეს იქ ყოფნას, მინდა მივმართო და ვუთხრა, რომ თუ ჯერ ავტობუსში არ ჩამსხდარხართ, უარი უთხარით სხვადასხვა მიზეზებით, ან პირდაპირ მტკიცე უარი მიახალოთ „ქოცებს“ და უთხრათ, რომ არ გცალიათ და ეს არ არის ის ადგილი, სადაც თქვენ უნდა იყოთ და იღებდეთ მონაწილეობას ამ ხელოვნურ, ე.წ. აქციაში, სინამდვილეში რუსულ მარშში და ხალხის წინააღმდეგ გამართულ მონაწილეობას. ძვირფასო თანამოქალაქეებო, ხელფასს რომ გიხდიან ბიუჯეტიდან, ეს არ ნიშნავს იმას, რომ “ოცნება“ ან ივანიშვილი გიხდით, ან მდინარაძე, კობახიძე. ეს ხელფასი თქვენ გეკუთვნით, რადგან მუშაობთ საჯარო სამსახურში და ბიუჯეტს ვავსებთ ჩვენ ყველა, მთელი საქართველო და ეს არ არის „ქოცების“ ბიუჯეტი, ამიტომ არანაირი ვალდებულება არ გაქვთ მონაწილეობა მიიღოთ მათ მიერ ხელოვნურად დაორგანიზებულ აქციებში თქვენივე თანამოქალაქეების საწინააღმდეგოდ.“ – განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა

banner
წინა სტატიაშიწარმოუდგენელია დაპყრობილ ქვეყანაში მტრული სახელმწიფო და ასევე, სხვა ქვეყნები იყვნენ თანაბარ პირობებში – ხერხეულიძე
შემდეგი სტატიამმართველი პარტია, როგორც ჩანს, სრულიად მოწყვეტილია საქართველოს მოქალაქეების სურვილებსა და იმედებს – თომას ჰაკერი აქციას პირადად შეუერთდა