უნივერსიტეტში ე.წ. ოდეერების საქმის მოკვლევა დაიწყება

უნივერსიტეტში ე.წ. ოდეერების საქმის მოკვლევა დაიწყება, – ამის შესახებ განცხადება უნივერსიტეტის რექტორმა, ვლადიმერ პაპავამა ე.წ. ოდეერების საქმესთან დაკავშირებით გააკეთა.

მისი თქმით, საქმის მოკვლევა ორშაბათიდან დაიწყება. თუმცა, ის ჯერჯერობით ვერ აკონკრეტებს, შედეგი საზოგადოებისთვის როდის შეიძლება გახდეს ცნობილი.

“რადგანაც სტუდენტებმა ეს საკითხი გააჟღერეს, ბუნებრივია, ეს საკითხი მივიდა იმათ ყურამდეც, ვისაც ეს ეხება. თუ ისინი ჩათვლიან, რომ ეს გამოძიება უნდა ჩატარდეს, ჩვენ ყველანაირად შევუწყობთ ხელს, რაც ჩვენს შესაძლებლობებშია,“ – განაცხადა ვლადიმერ პაპავამ და დასძინა, რომ უნივერსიტეტის შიდა აუდიტი მოკვლევის დაწყების ბრძანებას ორშაბათს მიიღებს.

banner
წინა სტატიაშიუნივერსიტეტის რექტორი გადადგომას არ აპირებს – ვლადიმერ პაპავა
შემდეგი სტატიამერია არქეოლოგიური კვლევების ჩასატარებლად კონკურსს აცხადებს