საგარეო საქმეთა მინისტრი ბრიუსელში დაიბარეს, სადაც უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ – სამადაშვილი

“არის დაბარებული საგარეო საქმეთა მინისტრი დარჩიაშვილი ბრიუსელში საგარეო საქმეთა მინისტრების სხდომაზე, უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ მას” – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, სალომე სამადაშვილი ჟურნალისტებთან განაცხადა.

როგორც სამადაშვილმა აღნიშნა, საგარეო საქმეთა მინისტრი დარჩიაშვილი ბრიუსელში საგარეო საქმეთა მინისტრების სხდომაზე დაიბარეს, სადაც „უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ“.

“მინდოდა გვესაუბრა, როგორ დაკარგავს საქართველო უვიზო რეჟიმს თუ მიიღებს კანონს “უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ“ და გამომაძევეს სხდომიდან. ამ საკითხზე საუბარი არ უნდათ, კითხვაზე პასუხი არ აქვთ. ატყუებენ საზოგადოებას! საზოგადოებამ კიდევ ერთხელ უნდა გაიგოს, რომ მეგობრებო, არათუ გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები, უვიზო მიმოსვლის გაუქმებაზე დაიწყება საუბარი ძალიან სწრაფად. ამიტომ არის დაბარებული საგარეო საქმეთა მინისტრი დარჩიაშვილი ბრიუსელში საგარეო საქმეთა მინისტრების სხდომაზე, უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ მას. თუ მესამე მოსმენით მიიღებენ ამ კანონს, ამის შემდეგ დაიწყება მსჯელობა უვიზო რეჟიმის გაუქმებაზე“,- აღნიშნა სამადაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიპროვოკაციის წყურვილი გუშინ იმდენად დიდი იყო, პირველად ვნახეთ შემთხვევა, როდესაც აქცია ცდილობს სხვისი ტრიბუნა დაიკავოს – ქადაგიშვილი
შემდეგი სტატიაწარმოუდგენელია დაპყრობილ ქვეყანაში მტრული სახელმწიფო და ასევე, სხვა ქვეყნები იყვნენ თანაბარ პირობებში – ხერხეულიძე