საქართველოში 28 აპრილს რუსული კანონის წინააღმდეგ მიმართული საპროტესტო აქცია მსოფლიო გამოცემების განხილვის თემა გახდა

საქართველოში 28 აპრილს რუსული კანონის წინააღმდეგ მიმართული საპროტესტო აქცია მსოფლიო გამოცემების განხილვის თემა გახდა – აგენტების შესახებ კანონზე “Reuters”, “Barron’s” და სხვები წერენ.

საერთაშორისო გამოცემა “Barron’s” სტატიას აქვეყნებს, სადაც ნათქვამია, რომ თბილისის მთავარ გამზირზე ევროპული ღირებულებების გარშემო გაერთიანებული 20 ათასამდე ადამიანი გამოვიდა, რომლებიც სუფთა ხელებით წინ აღუდგნენ “ოცნების” ინიციატივას.

“მასობრივი ანტისამთავრობო საპროტესტო გამოსვლები აპრილის შუა რიცხვებიდან იყო, როდესაც მმართველმა პარტიამ, “ქართულმა ოცნებამ” კანონის მიღების გეგმები აღადგინა, რომლებიც კრიტიკოსების აზრით, ჰგავს რუსეთის კანონმდებლობას, რომელიც გამოიყენება განსხვავებული აზრის ჩასახშობად.

მსგავსი ქუჩის პროტესტის ტალღებმა, რომლის დროსაც პოლიციამ დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა, 2023 წელს ხელისუფლება აიძულა კანონპროექტი უკან გაეწვია”, – წერია სტატიაში.

banner
წინა სტატიაშინამდვილი აქცია იყო გუშინ, ქართული ეროვნული მუხტის ზეიმი – ვაშაძე
შემდეგი სტატიასაყოველთაო სახალხო შეკრებაზე ხალხი მხარს უჭერს დამოუკიდებლობით, სუვერენიტეტით ევროპისკენ მიმავალ სახელმწიფოს – ქადაგიშვილი