წარმოუდგენელია დაპყრობილ ქვეყანაში მტრული სახელმწიფო და ასევე, სხვა ქვეყნები იყვნენ თანაბარ პირობებში – ხერხეულიძე

“დეპუტატებს, რომლებსაც ერთი სიტყვის მიუღებლობის გამო შეგიძლიათ დღეს მოკიდოთ ხელი და მანდატურის საშუალებით გააგდოთ, ამ ადამიანებს [არასამთავრობო სექტორს] ჩვეულებრივი დაკანონებული ძალმომრეობით გააგდებთ ქვეყნიდან”, – ასე მიმართა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ეკა ხერხეულიძემ საპარლამენტო უმრავლესობას.

იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა ეკა ხერხეულიძეს სიტყვა გააწყვეტინა და აღნიშნა, რომ ის რეგლამენტს სცდებოდა.

„ჩვენ ვართ ოკუპირებული ქვეყანა, ჩემთვის როგორ შეიძლება უცხო ქვეყანა და მტრული სახელმწიფო იყოს ერთი და იგივე, ვერ იქნება, ვერც ერთ შემთხვევაში. ამიტომ მგონია, რომ ეს პირველი ნაწილი არის ყველაზე ბუნდოვანი და გაუმჭვირვალე, რომ არაფრით არ შეიძლება იყოს პროლოგი თვითონ ამ პროექტის. წარმოუდგენელია დაპყრობილ ქვეყანაში მტრული სახელმწიფო და ასევე, სხვა ქვეყნები იყვნენ თანაბარ პირობებში. ახლა რაც შეეხება იმ შიშებს, რაც ჩვენ გვაწუხებს ამ კანონპროექტიდან გამომდინარე, რომელსაც აქცევთ კანონად ძალმომრეობით – საქმე იმაშია, რომ მედიისთვის, რომელიც დღეს შეზღუდულია აქ და საკუთარი ტელეფონებით მუშაობენ, ადამიანებისთვის, რომლებიც წარმოადგენენ არასამთავრობო სექტორს, არის, პირველ რიგში, შემზღუდავი ეს კანონპროექტი და რატომ – დეპუტატებს, რომლებსაც ერთი სიტყვის მიუღებლობის გამო, შეგიძლიათ დღეს მოკიდოთ ხელი და მანდატურის საშუალებით გააგდოთ, ამ ადამიანებს ჩვეულებრივი დაკანონებული ძალმომრეობით გააგდებთ ქვეყნიდან“, – განაცხადა ხერხეულიძემ.

banner
წინა სტატიაშისაგარეო საქმეთა მინისტრი ბრიუსელში დაიბარეს, სადაც უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ – სამადაშვილი
შემდეგი სტატიაარანაირი ვალდებულება არ გაქვთ მონაწილეობა მიიღოთ მათ მიერ ხელოვნურად დაორგანიზებულ აქციებში თქვენივე თანამოქალაქეების საწინააღმდეგოდ – ცისკარიშვილი