წალენჯიხის მუნიციპალიტეტის პოლიციის განყოფილების ერთ-ერთი მაღალჩინოსანი თვითიზოლაციაში იმყოფება?

“თაიმერის” ექსკლუზიური ინფორმაციით, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის პოლიციის განყოფილების ერთ-ერთი მაღალჩინოსანი თვითიზოლაციაში იმყოფება. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მას კავშირი ჰქონდა სპორტსმენთან, რომელიც სოფელ ლიაში 27-28 მარტს ახლობლის ოჯახში იმყოფებოდა. პოლიციის შეფი დღეს სამსახურში არ გამოჩენილა და მის სამსახურებრივ მანქანაში სხვა პოლიციის მაღალჩინოსანი შენიშნეს.

ვისაც კონტაქტი ჰქონდა ზემოთაღნიშნულ სპორტსმენთან მათი დიდი ნაწილი იმყოფება ანაკლიის საკარანტინო ზონასა და თვითიზოლაციაში.

წალენჯიხის ე. წ. კლასტერიდან დღეს ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებულ 3 პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა.
სპორტსმენს, რომელსაც კორონავირუსი აღმოაჩნდა, კონტაქტი რეგიონის სამი მუნიციპალიტეტის (ზუგდიდი, წალენჯიხა, ჩხოროწყუ) მაცხოვრებლებთან ჰქონდა.

banner
წინა სტატიაშისაჩხერის სამედიცინო ცენტრის 10 თანამშრომელს კორონავირუსი არ დაუდასტურდა
შემდეგი სტატია“დაიმახსოვრეთ და სიკეთის კეთების უფლებაც ყველას გვაქვს”- ირმა ინაშვილი “ქართული ოცნების” მთელ შემადგენლობას მიმართავს