საჩხერის სამედიცინო ცენტრის 10 თანამშრომელს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

საჩხერის სამედიცინო ცენტრის 10 თანამშრომელს კორონავირუსი არ დაუდასტურდა. ამის შესახებ საჩხერის სამედიცინო ცენტრის დირექტორმა, მიხეილ ქამუშაძემ განაცხადა.

„სპეციალისტებმა გამოიკვლიეს მედპერსონალი, რომელთაც ახლო შემხებლობა ჰქონდათ საჩხერის მუნიციპალიტეტის მერის მეუღლესთან და ყველა პასუხი არის უარყოფითი“, – განაცხადა მიხეილ ქამუშაძემ.

ამასთან, ცნობილი გახდა, რომ კორონავირუსი არ დაუდასტურდა არც საჩხერის მუნიციპალიტეტის მერს, ბენიამინ ფალავანდიშვილს.

banner
წინა სტატიაშიფოთის ქუჩები სადეზინფექციო საშუალებებით ირეცხება
შემდეგი სტატიაწალენჯიხის მუნიციპალიტეტის პოლიციის განყოფილების ერთ-ერთი მაღალჩინოსანი თვითიზოლაციაში იმყოფება?