ტრამპის მიტინგზე დაკავებულ უცხოელს მისი მოკვლა სურდა

trampiახალგაზრდამ, რომელიც ლას-ვეგასში პოლიციელისათვის იარაღის წართმევის მცდელობის შედეგად დააკავეს, აღიარა, რომ მას მილიარდელის მოკვლა ჰქონდა განზრახული.
19 წლის მაიკლ სტივენი შაბათს, 18 ივნისს მას შემდეგ დააკავეს, რაც პოლიციის ოფიცერს დაესხა თავს.
საიდუმლო სამსახურების მასალების მიხედვით, რომელიც მომხდარს იძიებს, დაკითხვაზე ახალგაზრდამ განაცხადა, რომ კალიფორნიიდან ნევადაში სპეციალურად ჩამოვიდა ტრამპის მოსაკლავად. მისი თქმით, ის დანაშაულისთვის უკანასკნელი ერთი წელი ემზადებოდა და ახლა გადაწყვიტა ემოქმედა, რადგანაც უკვე იგრძნო, რომ მზად იყო ამისთვის.

სენდფორდს ბრიტანული მართვის მოწმობა ჰქონდა. ის აშშ-ში უკანასკნელი 2 წლის მანძილზე ცხოვრობდა. მისი ეროვნება არ სახელდება.

banner
წინა სტატიაში“ყველა ის პირი უნდა დაიკითხოს, ვისაც რაიმე შეხება ამ ინციდენტთან ქონდა“ – ომბუდსმენი მერაბიშვილის საქმეზე
შემდეგი სტატიააბანოთუბანში მდებარე ექვსი აბანო, პროტესტის ნიშნად, სამი დღით მუშაობას წყვეტს