ამოვიღოთ ეს მუხლი და დავტოვოთ მხოლოდ გამჭვირვალეობა – კირკიტაძე

ანრი ოხანაშვილმა სიტყვა ენმ-ს წევრს, დავით კირკიტაძესაც ჩამოართვა. მიზეზად იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ ისევ ის ფაქტორი დაასახელა, რომ ოპოზიციონერი დეპუტატები მუხლობრივ კითხვებს არ სვამენ.

დავით კირკიტაძეს მმართველ პარტიასთან ჰქონდა შეთავაზება, რომ კანონიდან პირველი მუხლის პირველი ნაწილი ამოეღოთ და მხოლოდ გამჭვირვალეობის ნაწილი დაეტოვებინათ.

პირველი მუხლის პირველი ნაწილი, სადაც ეხება, რომ ორგანიზაცია უნდა დარეგისტრირდეს რეესტრში და დარეგისტრირეს როგორც უცხოური ძალის ინტეერსების გამტარებელი ორგანიზაცია. ეს ნაწილი რომ მოვაშოროთ და დავტოვოთ მხოლოდ ის ნაწილი, რაზეც თქვენ საუბრობთ ხოლმე. რეესტრი არ აქვს, რატომ უნდა ერქვას… გამჭვირვალეობასთან დაკავშირებით რა მოთხოვნაც გაქვთ, ამაზე პრობლემა არავის არ აქვს, თქვენ გინდათ, რომ შეადგინოთ რაღაც რეესტრი…, – თქვა კირკიტაძემ.

banner
წინა სტატიაშიიურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომიდან სალომე სამადაშვილიც გააძევეს
შემდეგი სტატიავაპირებ, ფიზიკურ ძალადობაზე შევიტანო სარჩელი როგორც პაპუაშვილის, ისე ოხანაშვილისა და მანდატურების წინააღმდეგ, ვინც ძალადობს ჩვენზე – სამადაშვილი