აბანოთუბანში მდებარე ექვსი აბანო, პროტესტის ნიშნად, სამი დღით მუშაობას წყვეტს

თბილისში, აბანოთუბანში მდებარე ექვსი აბანო, პროტესტის ნიშნად, სამი დღით მუშაობას წყვეტს.

მიზეზად GWP-ის მიერ წყლის მომსახურების გაზრდილი ტარიფი სახელდება.

აბანოების მფლობელების თქმით, დაგროვილ დავალიანებას ვერ იხდიან და, შესაბამისად, აბანოების დახურვა უწევთ, ამაში მთავარი დამნაშავე კი, მათივე თქმით, GWP-სთან ერთად, “საქართველოს ბანკია”,რომელიც წყალმომარაგების კომპანიის აქციებს ფლობს.

აბანოების მფლობელებმა აქციაც გამართეს, აქციაში აბანოების თანამშრომლებთან ერთად მონაწილეობა მომხმარებლებმაც მიიღეს.

აქციაზე ითქვა,რომ თუ აბანოს მფლობელებს დავალიანება არ ჩამოეწერებათ და წყლის ტარიფი არ შეიცვლება, ისინი პირველ ივლისს ექვსივე აბანოს საბოლოოდ დახურავენ.

banner
წინა სტატიაშიტრამპის მიტინგზე დაკავებულ უცხოელს მისი მოკვლა სურდა
შემდეგი სტატიაუჩა ნანუაშვილი: კორცხელის ინციდენტი იყო გაკვეთილი ხელისუფლებისთვის