იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომიდან სალომე სამადაშვილიც გააძევეს

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა, სადაც რუსულ კანონს მეორე მოსმენით განიხილავენ კიდევ ერთ ოპოზიციონერ დეპუტატს – სალომე სამადაშვილს დაატოვებინეს.

“ლელოს” წევრი ამბობდა, რომ ამ კანონის გამო საქართველოს მოქალაქეებმა შეიძლება უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობა დაკარგონ. ამის გამო ანრი ოხანაშვილმა მას სიტყვა ჩამოართვა და თქვა, რომ ეს არ ეხებოდა პირველ მუხლს.

მიკროფონის გათიშვის შემდეგ სამადაშვილმა მომხსენებელ მამუკა მდინარაძესთან კამათი გააგრძელა რის გამოც მას დარბაზი დაატოვებინეს.

banner
წინა სტატიაშიმობილიზებაა მარტვილში
შემდეგი სტატიაამოვიღოთ ეს მუხლი და დავტოვოთ მხოლოდ გამჭვირვალეობა – კირკიტაძე